ლუის ენრიკეს "ბარსელონაში" მარკო როისის მიყვანა სურს

AutoSharing Option
El Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე დორტმუნდის "ბორუსიის" თავდამსხმელის, მარკო როისის გადაბირებითაა დაინტერესებული.

როგორც ირკვევა, კატალონიური გუნდის მთავარ მწვრთნელს გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის დამატება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სურს. "ბარსელონაში" იმედოვნებენ, რომ დორტმუნდის "ბორუსიასთან" კარგი ურთიერთობის ხარჯზე, როისის შეძენას შედარებით იაფად შეძლებენ.

რაც შეეხება "ბარსელონას" გაძლიერების საკითხს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლუის ენრიკეს "სელტადან" ნოლიტოს დამატება აქვს ჩაფიქრებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული