მესი 2 ათასი ევროთი დააჯარიმეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსმხელი ლიონელ მესი 2 ათასი ევროთი დააჯარიმეს. ამის მიზეზი, ესპანეთის ჩემპიონატში "რასინგთან" მატჩში არგენტინელი ვარსკლავის უკანონო ქმედება გახდა. მესიმ კატალონიელთა მეორე გოლის გატანის შემდეგ გუნდის მაისური აიწია, რომლის ქვეშ, მეორე მაისურზე წარწერა გამოაჩინა: "დაბადების დღეს გილოცავ დედა".

ამის გამო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა მესის დაჯარიმება განიზრახა. ამასთან, ფეხბურთელს პოსტ-ფაქტუმ ყვითელი ბარათიც უჩვენეს.

რეგლამენტის თანახმად, ფეხბურთელებს თამაშის დროს წარწერის, სიმბოლოსა თუ სურათის ჩვენება ეკრძალებათ, რა შინაარსისაც არ უნდა იყოს ის. ამ წესის დარღვევისთვის ესპანეთში 2-დან 3 ათასამდე ევროს ჯარიმაა
გათვალისწინებული.


მომზადებულია marca.com-ს მიხედვით






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული