გვარდიოლა: ფინალზე საუბარი ნაადრევია

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "ალმერიასთან" (5:0) ესპანეთის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თავისი გუნდის თამაში დადებითად შეაფასა. თუმცა კატალონიელთა თავკაცის თქმით, დაპირისპირების მეორე მატჩის დავიწყება არ ღირს.

"შესანიშნავ შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ "ბეტისთან" საპასუხო მატჩმა ბევრი რამ გვასწავლა, ამიტომ დროზე ადრე მოშვება არ ღირს. საუბარი იმაზე, რომ უკვე ფინალში ვართ, ნაადრევია. დიდი სხვაობის მიუხედავად მეტოქეს პატივისცემით ვეკიდებით", - განაცხადა გვარდიოლამ.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული