ლა ლიგა. IX ტური: "რეალი" ერთპიროვნული ლიდერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 ოქტომბერს ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

მადრიდის "რეალმა" სტუმრად მოუგო ვიგოს "სელტას" - 3:1. ეს გალისიელთა პირველი მარცხია ჩემპიონატში.

მადრიდელები მე-8 წუთზე კრიშტიანო რონალდომ დააწინაურა, მან ჩემპიონატში მე-7 გოლი გაიტანა. 23-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაიზარდა, "რეალის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა დანილომ.

მეორე ტაიმში მასპინძლები 10-ნი დარჩნენ, მსაჯმა კაბრალი გააძევა. 85-ე წუთზე ნოლიტომ სეზონში მე-7 გოლი გაიტანა, მაგრამ "რეალმა" კიდევ მოახერხა გატანა, მარსელომ დენის ჩერიშევის პასით იხეირა. მადრიდის "რეალი" 21 ქულით ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერი გახდა, სანამ
"ბარსელონა" ითამაშებს.

ედუარდო ბერიცო (სელტა): "რომ არა კეილორ ნავასის ბრწყინვალე თამაში, ჩვენ "რეალს" 4-5 გოლს გავუტანდით. საოცარია, მეკარეს ერთი შეცდომაც კი არ დაუშვია.

"სევილიამ" 5:0 გაანადგურა "ხეტაფე", რომლის კარშიც სამი პენალტი დაინიშნა და სამივე ანდალუსიელთა სხვადასხვა ფეხბურთელებმა გაიტანეს. აღსანიშნავია, ფრანგი კევინ გამეიროს ჰეთ თრიკი. ბოლო 30 წუთი "ხეტაფემ" 10 კაცით ითამაშა.

სელტა-რეალი 1:3
გოლები: 0:1 რონალდო (8), 0:2 დანილო (23), 1:2 ნოლიტო (85), 1:3 მარსელო (95)
გაძევება: კაბრალი (57. სელტა)

გრანადა-ბეტისი 1:1
გოლები: 1:0 ფულკიე (3), 1:1 რ. კასტრო (40-პენ)

სევილია-ხეტაფე 5:0
გოლები: 1:0 გამეირო (35), 2:0 გამეირო (45), 3:0 ბანეგა (50-პენ), 4:0 გამეირო (60-პენ), 5:0 კონოპლიანკა (81-პენ)
გაძევება: ვიგარაი (59. ხეტაფე)

მალაგა-დეპორტივო 2:0
გოლები: 1:0 ტიღადოუინი (62), 2:0 ხუან კარლოსი (85)

1. რეალი - 21 ქულა; 2. სელტა - 18; 3. ბარსელონა - 18; 4. ატლეტიკო - 16; 5. ვილიარეალი - 16.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეკარე კიარა რეალის მონები ხართ ყველა, და ... აძლევთ....ყველა ბარსელონასთან იგიჟებს თავს...
zura kiknavelidze
10:13 25-10-2015
0

სიახლეები პოპულარული