"მალიორკამ" გუნდიდან ორი ფეხბურთელი გაუშვა - ტუნი და ალჰასან კეიტა. ტუნი იჯარით სეგუნდადივიზიონის "ხიმნასტიკში" წავიდა სეზონის ბოლომდე, ხოლო კეიტასთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაუქმდა. კეიტა 27 წლის გვინეელი ფორვარდია, რომელიც "მალიორკასთან" კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ საუდის არაბეთში წავიდა და "ალ შაბაბთან" 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, როგორც თავისუფალმა აგენტმა. კეიტა მიქაელ ლაუდრუპის გეგმებში არ ჯდებოდა, ამიტომაც უპრობლემოდ გაუშვეს არაბეთში. სეზონის I ნახევარი აფრიკელმა სეგუნდადივიზიონის "ვალიადოლიდში" გაატარა იჯარით.
ტუნის შემთხვევა ცოტა სხვანაირია, 28 წლის ნახევარმცველი ბალეარული კლუბის აღზრდილია და მას ასე იოლად ვერ შეელევიან.
.