კეილორ ნავასმა მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი "სეივი" განახორციელა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მეკარემ, კეილორ ნავასმა მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი "სეივი" განახორციელა.

ნავასის კარში, საერთო ჯამში, 113 დარტყმა განხორციელდა, აქედან 31 კარში წავიდა. ნავასმა 27 "სეივი" გააკეთა. ამ მაჩვენებლით "სამეფო კლუბის" კარის დარაჯი ევროპის ტოპ-5 ქვეყნის ჩემპიონატების მეკარეებს ჯობია.

ლა ლიგის 9 მატჩში ნავასმა 3 გოლი გაუშვა და 6-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა.

კეილორ ნავასი ადრე "საპრისში", "ლევანტესა" და "ალბასეტეში" თამაშობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული