ჟიგიჩი, უკან ესპანეთში

AutoSharing Option

შესაძლოა, "ბირმინგემ სიტის" ფორვარდი ნიკოლა ჟიგიჩი ისევ ესპანურ პრიმერადივიზიონს დაუბრუნდეს, ოღონდ ამჯერად ჟიგიჩს "ვალენსიაში" ვეღარ ვიხილავთ. სანამ სატრანსფერო სეზონი დასრულდება, ფორვარდი საიჯარო ხელშეკრულებას სანტანდერის "რასინგთან" გააფორმებს, ან კი პირდაპირი ტრანსფერით გადავა კანტაბრიაში.

30 წლის სერბ ფორვარდს ძალიან გაუჭირდა ინგლისურ ფეხბურთთან მორგება, მიუხედავად იმისა, რომ ტანმაღალია (202 სმ) და თავით ბრწყინვალედ თამაშობს. ამ სეზონში მან სულ 2 გოლი გაიტანა "ბირმინგემ სიტიში". ჟიგიჩისთვის "რასინგი" უცხო გუნდი არ არის, სერბეთს გარეთ ეს მისი პირველი გუნდია, სადაც 2006 წელს "ცრვენა ზვეზდადან" გადავიდა. მან პირველივე

სეზონში 12 გოლი გაიტანა და პედრო მუნიტისთან ბრწყინვალე დუეტი შექმნა.

"რასინგის" ახალმა ინვესტორმა საიედმა განაცხადა, რომ კლუბის ბიუჯეტს 50 მილიონ ევროს მიახმარს, რომელიც უმთავრესად სატრანსფერო საქმეებისთვის დაიხარჯება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული