ხელები შორს მეფე ლომისგან!

AutoSharing Option
ბილბაოს "ატლეტიკის" პრეზიდენტმა ფერნანდო მაკუამ ცივი წყალი გადაასხა ევროპული კლუბების წარმომადგენელთა იმედებს, ვისაც ბასკთა ცენტრფორვარდის, ფერნანდო ლორენტეს ხელში ჩაგდება სურთ - მაკუა ამბობს, რომ არათუ ამ სატრანსფერო სეზონში, არამედ ზაფხულშიც კი "ბილბაო" "მეფე ლომს" (ლორენტეს თიკუნია) არ გაყიდის.

25 წლის მსოფლიოს ჩემპიონს შესანიშნავი სეზონი აქვს პრიმერაში - 13 გოლი გაიტანა, აქედან 8 თავურით. "კატეგორიულად ვაცხადებ, ფერნანდო არ დატოვებს "ატლეტიკის" რიგებს ამ ზაფხულში. ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს და დიდ პროექტს ვახორციელებთ, ამ პროექტისთვის შეგულებული მთავარი მოთამაშეები, მათ შორის ლორენტეც, არ იყიდებიან
და ტყუილად ნუ შეწუხდებით", - განაცხადა ფერნანდო მაკუამ.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული