ლუის ენრიკე: ბუსკეტსი საუკეთესო ნახევარმცველია

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-10 ტურში "ხეტაფესთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (2:0), "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სერხიო ბუსკეტსი შეაქო.

"ბუსკეტსი უნიკალური ფეხბურთელია. ის საუკეთესო ნახევარმცველი არა ევროპის, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაა. ის შესანიშნავად და, რაც მთავარია, სწორად იღებს გადაწყვეტილებებს, ერთნაირად კარგია შეტევასა და დაცვაში, პრესინგის დროსაც იდეალურია. გუნდისთვის ბუსკეტსი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.

საბოლოო ანგარიში ჩვენი დამსახურებაა და არა "ხეტაფეს" ბრალი. შეხვედრის დასაწყისიდანვე კარგად ვთამაშობდით და თამაშს ვაკონტროლებდით. გუნდმა შემტევი ფეხბურთი და კარგად ორგანიზებული პრესინგი ითამაშა", - განაცხადა "ბარსელონას" თავკაცმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული