კასილასი: ვინც ბოთლი მესროლა, გულშემატკივარი კი არა, არაკაცია

AutoSharing Option
"რეალის" მეკარემ იკერ კასილასმა ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

"სევილიასთან" მატჩის დასრულების შემდეგ "სამეფო კლუბის" კაპიტანს გულშემატკივრებისგან ნასროლი წყლიანი ბოთლი მოხვდა, რის შედეგადაც გოლკიპერი გაზონზე დაეცა და რამდენიმე წუთი ვერ დგებოდა.

"ვიღაც ხულიგანმა ბოთლი მესროლა, - განაცხადა კასილასმა. - ეს ჩრდილს იმ ყველა კარგ გულშემატკივარსაც აყენებს, რომელიც თავის გუნდს ქომაგობს. სამწუხაროდ, ნებისმიერ სტადიონზე გამოიძებნება ხოლმე არაკაცი.

ხალხი სტადიონზე თავისი გუნდის მხარდასაჭერად მოვიდა, ერთმა ბრიყვმა კი მთელი ზეიმი ჩააშხამა. თუკი ეს შემთხვევა კამერებით დაფიქსირდა, იმედი მაქვს, სადისციპლინო კომიტეტი
უყურადღებოდ არ დატოვებს.

ამ თამაშში კარგი შედეგი ვაჩვენეთ - მეტოქეს გატანის შესაძლებლობა არ მივეცით. არადა, "სევილია" თავდასხმაში ბრწყინვალეა და ამიტომ, მასთან მოშვება არ შეიძლება."


მომზადებულია AS-ის მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული