"სევილიასთან" მატჩის დასრულების შემდეგ "სამეფო კლუბის" კაპიტანს გულშემატკივრებისგან ნასროლი წყლიანი ბოთლი მოხვდა, რის შედეგადაც გოლკიპერი გაზონზე დაეცა და რამდენიმე წუთი ვერ დგებოდა.
"ვიღაც ხულიგანმა ბოთლი მესროლა, - განაცხადა კასილასმა. - ეს ჩრდილს იმ ყველა კარგ გულშემატკივარსაც აყენებს, რომელიც თავის გუნდს ქომაგობს. სამწუხაროდ, ნებისმიერ სტადიონზე გამოიძებნება ხოლმე არაკაცი.
ხალხი სტადიონზე თავისი გუნდის მხარდასაჭერად მოვიდა, ერთმა ბრიყვმა კი მთელი ზეიმი ჩააშხამა. თუკი ეს შემთხვევა კამერებით დაფიქსირდა, იმედი მაქვს, სადისციპლინო კომიტეტი
ამ თამაშში კარგი შედეგი ვაჩვენეთ - მეტოქეს გატანის შესაძლებლობა არ მივეცით. არადა, "სევილია" თავდასხმაში ბრწყინვალეა და ამიტომ, მასთან მოშვება არ შეიძლება."
მომზადებულია AS-ის მიხედვით
.