ადებაიორი: მსოფლიოში საუკეთესო კლუბში მოვედი

AutoSharing Option

გუშინ მადრიდის "რეალის" ახალწვეული ემანუელ ადებაიორი ოფიციალურად გახდა რეალელი. ტოგოელმა პირველად ივარჯიშა გუნდში (ოღონდ, რეზერვისტებთან, ძირითად გუნდს დასვენების დღე ჰქონდა) და ის ოფიციალურად წარუდგინეს მედიას. მოკლედ, "მანჩესტერ სიტის" ყოფილ ფორვარდს პომპეზური, მაგრამ საქმიანი დღე ჰქონდა.

დილით "ვალდებებასის" ბაზაზე ჟოზე მოურინიო "რეალ კასტილიას" ვარჯიშზე დასასწრებად მივიდა. ბუნებრივია, ამის მიზეზი ადებაიორია. სხვათა შორის, ადებაიორთან ერთად ივარჯიშეს ესტებან გრანერომ და პედრო ლეონმა ალბერტო ტორილის ხელმძღვანელობით. ჟოზეს გვერდს ზინედინ ზიდანი უმშვენებდა.


ამის შემდეგ ტოგოელმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაინაცვლა, სადაც ოფიციალურად მოაწერა ხელი "რეალთან" 6-თვიან საიჯარო

ხელშეკრულებას. ხელშეკრულების გაფორმებას დაესწრნენ "რეალის" ბოსები, ხორხე ვალდანო, მიგელ პედრასა და ედუარდო ფერნანდეს დე ბლასი.

"თავს უკვე სახლში ვგრძნობ. ყოველთვის ვოცნებობდი დიდ კლუბში თამაშზე და ეს ოცნება ამიხდა. ვიცი, "რეალში" თამაში დიდი გამოწვევაა და ჩემი მხრიდან შრომას გპრიდებით, რომ გავამართლო გულშემატკივართა იმედები. დღეს ვარჯიშზე მოურინიოს ველაპარაკე და ახლა აქაც გავიმეორებ ამ სიტყვებს, მინდა სეზონის ბოლოს "რეალთან" ერთად ტიტულები მოვიგო", - განაცხადა ადებაიორმა, რომელმაც "რეალს" "მსოფლიოში საუკეთესო კლუბი" უწოდა.

"აქ თითოეული ფეხბურთელი ძალიან ნიჭიერია. აუცილებლად უნდა შევძლო და გუნდს მოგებების მოპოვებაში დავეხმარო. მჯერა, რომ "ბარსელონასაც" დავამარცხებთ. სხვანაირად, მე აქ არ ვიქნებოდი. "რეალი" დიდი გუნდია, აქ ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორიც კაკა, ბენზემა, რონალდო და იოზილია. დარწმუნებული ვარ, რომ მათ მინდორზე ძალიან კარგად გავუგებ.

 

მე აქ დახმარებისთვის ვარ, წარსულში მქონდა ბედნიერება ბენზემასთან მეთამაშა და ვიტყვი, რომ ის დიდი ფეხბურთელია, მე მას ძალიან ვაფასებ. ფეხბურთელი ვარ და სათამაშო დრო მჭირდება, "სიტიში" რაც მოხვდა, რობერტო მანჩინის ტაქტიკური ცვლილებების ბრალია. ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მწვრთნელი დამავალებს. ვატყობ, რომ აქ ჩემი სწამთ და არ მინდა ამ ხალხს გული გავუტეხო."

ემილიო ბუტრაგენიო ამტკიცებს, რომ "რეალი" ადებაიორის დამატებით კიდევ უფრო საშიში გუნდი გახდება. "რეალის" ლეგენდა მიიჩნევს, რომ ტოგოელის დამატება შეიძლება გადამწყვეტი ნაბიჯიც გამოდგეს ამ სეზონში.


პრეზენტაციაზე ტოგოელ ფორვარდს "რეალის" უნომრო მაისურა გადასცეს. ნომრის საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა, რადგან "რეალს" ჯერ არავინ გამოკლებია, რომ ადებაიორი მის ნაცვლად შეიყვანონ 25-კაციან სიაში, სანამ ეს არ მოხდება, აფრიკელს თამაშის უფლება არ ექნება.

 

 

 

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული