ქარიმ ბენზემა დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მადრიდის "რეალს" დატოვებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" მზადაა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში გუნდის ფრანგ ფორვარდთან, ქარიმ ბენზემასთან კონტრაქტი გაწყვიტოს.

ცოტა ხნის წინ გუნდმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ფრანგ ფეხბურთელს. ბენზემა "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმაც დაიცვა, მაგრამ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კლუბი მკაცრ ზომებს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბენზემას გვარი ფიგურირებს საქმეში, რომელიც ფეხბურთელ მატიო ვალბუენასთვის ფულის გამოძალვას ეხება - "ლიონის" ნახევარმცველს მისი ინტიმური ვიდეოს გამოქვეყნებით აშანტაჟებდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული