ცოტა ხნის წინ გუნდმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ფრანგ ფეხბურთელს. ბენზემა "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმაც დაიცვა, მაგრამ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კლუბი მკაცრ ზომებს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ბენზემას გვარი ფიგურირებს საქმეში, რომელიც ფეხბურთელ მატიო ვალბუენასთვის ფულის გამოძალვას ეხება - "ლიონის" ნახევარმცველს მისი ინტიმური ვიდეოს გამოქვეყნებით აშანტაჟებდნენ.