ლა ლიგა. XII ტურის წინ: "რეალი" VS "ბარსელონა"

AutoSharing Option
სხვა ესპანური კლუბების გულშემატკივრებს გული უნდა დაგწყვიტოთ, დღეს მხოლოდ ორ გრანდზე ვილაპარაკებთ, დანარჩენები კი წინათქმის სტატისტიკური ნაწილით უნდა დაკმაყოფილდნენ.

ეს ხომ კლასიკოს ტურია, რომელსაც მთელი საფეხბურთო მსოფლიო მოუთმენლად ელის...

მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" 231-ე შეხვედრა ძალზე საინტერესო უნდა გამოდგეს, ისევე, როგორც მისი ლამის ყოველი წინამორბედი მატჩი. რაფა ბენიტესის "რეალი" გამარჯვების წყალობით ცხრილის ლიდერ "ბარსელონას" დაეწევა ქულებით.

ორივე გუნდი განიცდის საკადრო პრობლემებს, თუმცა მხოლოდ ორი ფეხბურთელია, რომელთა თამაშიც გამორიცხულია 21 ნოემბერს. ორივე "ბარსელონას" ფეხბურთელია - დუგლასი და რაფინია.

ბენიტესის გუნდში საეჭვო
იყო მეკარე კეილორ ნავასის თამაში, საეჭვო იყო კაპიტან სერხიო რამოსის თამაში (ეს სერხიოსთვის პირველი კლასიკო იქნება "რეალის" კაპიტნის რანგში). ლამის გამორიცხული იყო ქარიმ ბენზემას თამაშიც. ფეხს იტკიებდნენ ისკო, კარვახალი, მარსელო... მაგრამ სულ ბოლო ინფორმაციით, ბენიტესის განკარგულებაში ყველა (!) ფეხბურთელი ჯანზეა და მას სრული არჩევანის საშუალება აქვს.

"ბარსელონას" რიგებში ყველაზე საჭოჭმანო თემა ლეო მესის თამაშია. მესი გამოჯანმრთელდა, არგენტინელმა ვარჯიშიც დაიწყო, მაგრამ მას არანაირი სამატჩო გამოცდილება არა აქვს კლასიკომდე ანუ ის, წესით, ფორმაში არაა. იგივე ითქმის ივან რაკიტიჩზეც.

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი: ნავასი - პეპე, რამოსი, ვარანი, დანილო - კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ისკო - რონალდო, ბეილი
ბარსელონა: ბრავო - ალვეში, პიკე, მატიო, ალბა - ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტიჩი - მესი, სუარესი, ნეიმარი

კლასიკოს ფაქტები და ციფრები
* ელ კლასიკო "რეალსა" და "ბარსელონას" შორის მიიჩნევა მსოფლიოს ყველაზე დიდ დაპირისპირებად ნებისმიერ სახეობაში.

* ყველა მატჩი - 230 თამაში. "რეალმა" მოიგო 92, ხოლო "ბარსელონამ" - 90, 48 შეხვედრა ფრედ დასრულდა. გოლების შეფარდება: 389-374.

* ყველა მატჩი (ამხანაგურების ჩათვლით) - 262 თამაში. "რეალმა" მოიგო 96, "ბარსამ" - 108, 58 მატჩი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება: 431-457.

* ყველა მატჩი ლა ლიგაში - 170. "რეალმა" მოიგო - 71, "ბარსელონამ" - 67, 32 შეხვედრა დასრულდა ფრედ. გოლების შეფარდება: 278-268.

* ყველაზე დიდი სხვაობა - "რეალმა" 1943 წელს კოპა ამერიკაზე 11:1 მოუგო "ბარსელონას".

* ყველაზე დიდი სხვაობა ლა ლიგაში - "რეალმა" 1935 წელს 8:2 მოუგო "ბარსელონას".

* მოგებათა ყველაზე დიდი სერია ჰქონდა "რეალს" - 6 - 1962-1965 წლებში.

* "რეალის" ყველაზე დიდი წაუგებელი სერია - 10 - 1931-35 წლებში.

* "ბარსელონას" ყველაზე დიდი წაუგებელი სერია - 13 - 1917-1928 წლებში.

* 17 კლასიკოა "ბარსელონას" აუცილებლად გააქვს გოლი, 16 კლასიკოა, "რეალს" აუცილებლად გააქვს გოლი.

* ლიონელ მესი კლასიკოების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 21 გოლით. მერე მოდის ალფრედო დი სტეფანო - 18 გოლი. მესამე ადგილს რაულ გონსალეს ბლანკო და კრიშტიანო რონალდო იყოფენ.

* ლა ლიგაში 14-14 გოლით ლიდერობენ მესი და დი სტეფანო.

* ზედიზედ გოლების ყველაზე გრძელი სერია - კრიშტიანო რონალდო - 6 მატჩი (ამ 6 მატჩში 7 გოლი გაიტანა).

* 2-2 ჰეთ თრიკი შეასრულეს მესიმ და ფერენც პუშკაშმა.

* ყველაზე მეტი საგოლე პასი მესის ანგარიშზეა - 13.

* ყველაზე მეტი მატჩი კლასიკოზე: ჩავი ერნანდესი, მანუელ სანჩისი, ფრანსისკო ხენტო - 42-42 თამაში.

* 34 ფეხბურთელს კლასიკო ორივე გუნდის შემადგენლობაში უთამაშია.

* ბოლო 9 ლა ლიგის კლასიკოა, ორივე გუნდს აუცილებლად გააქვს გოლი.

* "ბარსას" ამ შემადგენლობაში ყველაზე მეტ კლასიკოში უთამაშია ანდრეს ინიესტას - 31, ერთით მეტი, ვიდრე მესის.

* რაფა ბენიტესი "ბარსას", როგორც მწვრთნელი, 12-ჯერ შეხვდა (ვალიადოლიდი, ესტრემადურა, ვალენსია, ლივერპული). რაფამ მოიგო 7-ჯერ და 4 წააგო.

* როცა "რეალი" და "ბარსელონა" ხვდებიან "სანტიაგო ბერნაბეუზე" ყველაზე გავრცელებული ანგარიშია - 2:1 (18 შემთხვევა).

ლა ლიგა. XII ტური
შაბათი. 21 ნოემბერი
სოსიედადი-სევილია 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ილიარამენდი (?), ოიერი, ჯონათასი, ზალდუა, ოიარზუნი, ნავასი, ზურუტუზა - გამეირო (?), კაკუტა, პარეხა, კარიშო, ბეტო
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +8=6-10, (30-33)

რეალი-ბარსელონა 21:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნავასი (?), ს. რამოსი (?), ბენზემა (?), მარსელო (?), ისკო (?), კარვახალი (?) - ბუსკეტსი (?), მესი (?), ტერ შტეგენი (?), დუგლასი, რაკიტიჩი (?), რაფინია
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +10=10-14, (49-62)

ესპანიოლი-მალაგა 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არბილია, აბრაამი (?), მორენო (?) - ანხელერი (?), კამაჩო, ფერეირა, სანტა კრუსი (?), ანიორი (?), მ. ტორესი (?), ამრაბატი (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +11=4-13, (36-41)

ვალენსია-ლას პალმასი 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ხაუმე (?), აბდენური (?), გომეში (?), ფეგული (?), რაიანი (?), ფუეგო, როდრიგო, ნეგრედო, ბაკალი, სანტოსი, ალვეში - ვისენტე, ტანა (?), ელ ჟარი (?), კასტელიანო, ა. ლოპესი, ალემანი, ალკარასი (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +4=0-0, (9-1)

დეპორტივო-სელტა 01:05
დისკვალიფიკაცია: - კაბრალი
ტრავმა: ლ. პერესი (?), კარტაბია (?), მოსკერა (?), ფაბრისიო (?), ლოპო (?), ბორხესი, ხ. დომინგესი - ბლანკო (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +9=3-8, (29-20)

კვირა. 22 ნოემბერი
სპორტინგი-ლევანტე 15:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სანაბრია (?), პ. პერესი (?), კასესი (?),კანელია (?), ს. ალვარესი, გერერო (?) - ტრუხილიო, ი. ლოპესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +1=2-1, (4-7)

ვილიარეალი-ეიბარი 19:00
დისკვალიფიკაცია: - კაპა
ტრავმა: ბაილი (?), ადრიანი, ბაპტიშტაო, მუსაჩიო (?), ასენხო (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=1-0, (2-1)

გრანადა-ბილბაო 21:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: საქსესი (?), მაინცი (?), რუისი, ფ. რიკო (?) - ლაპორტი (?), კიკე სოლა, ი. გომესი, იტურასპე (?), მერინო, რამალიო, მუნიაინი, გ. ელუსტონდო, მ. რიკო (?)
ბოლო 6 მატჩი
+0=4-2 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +3=2-3, (7-9)

ბეტისი-ატლეტიკო 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პიჩინი (?), დიგარი (?), ადანი (?), ვან ვოლფსვინკელი (?), რენელა - ხიმენესი, ვიეტო (?), ჯ. მარტინესი, ხუანფრანი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +7=6-11, (23-34)

ორშაბათი. 23 ნოემბერი
ხეტაფე-ვალეკანო 23:30
დისკვალიფიკაცია: დ. სუარესი, ალექსისი - ზე კაშტრო
ტრავმა: ვიგარაი (?), მედრანი - კობენიო, ტონიო
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +1=0-7, (5-14)

ბომბარდირები: 11 - ნეიმარი (ბარსელონა); 9 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 8 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), , ხავი გერა (რაიო ვალეკანო), იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლაივსტრიმის ლინკი ხომ არ იცით?
Archil
20:31 21-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული