კატალონიაში ახსოვთ "ერკულესი"

AutoSharing Option

დღეს

 

ლევანტე-ხეტაფე 21:00
ტრავმა: როდასი (?), ნანო, სერხიო, პერესი, გონსალესი - ალვარესი, არისმენდი

 

მალაგა-სარაგოსა 21:00
დისკვალიფიკაცია: დემიკელისი, ველიგტონი, აპონიო - კონტინი
ტრავმა: რუბენი - ობრადოვიჩი

 

მალიორკა-სპორტინგი 21:00

რეალ სოსიედადი-ალმერია 21:00
ტრავმა: დ. ალვეში (ალმ)


ერკულესი-ბარსელონა 23:00
ტრავმა: ვალდესი (?), დრენტე, პასი - ჟეფრენი, პუიოლი, კრკიჩი, დ. ალვეში (?)


დეპორტივო-სევილია 01:00
დისკვალიფიკაცია: კანუტე (სევ)
ტრავმა: გუარდადო, საული, რინდაროი, მ. პაბლო (?) - ს. სანჩესი, რომარიკი


ხვალ

ატლეტიკო-ბილბაო 20:00
დისკვალიფიკაცია: რ. გარსია (ატლ)
ტრავმა: მ. სუარესი, რეიესი (?) - ამორებიეტა (?), გომესი, აურტენეჩე

 

ოსასუნა-რეალი 22:00
დისკვალიფიკაცია: მ. დიარა (რეალი) გუნდიდან წავიდა
ტრავმა: მონრეალი, რუპერი, სეხუდო, ს.

ფერნანდესი (?) - დუდეკი, პეპე, იგუაინი, ადებაიორი (?)

 

ესპანიოლი-ვილიარეალი 00:00
დისკვალიფიკაცია: რუისი (ვილიარეალი) გუნდიდან წავიდა
ტრავმა: პ. ოსვალდო, ბაენა (?), დე ლა პენია, გალანი, მატიონი - ხუან კარლოსი, სენა, ნილმარი, მარჩენა


ზეგ

რასინგი-ვალენსია 00:00

 


ჩემპიონს 20-მატჩიან გრაფაში ერთადერთი მარცხი რომ უწერია, ის სწორედ "ერკულესმა" აგემა ჩემპიონატის I ნახევარში, "კამპ ნოუზე" 2:0 მოუგო. მაშინ პარაგვაელმა ნელსონ ვალდესმა ჯერ ცაციათი, შემდეგ კი მარჯვენათი აიღო ვიქტორ ვალდესის კარი და ლა ლიგის მიმდინარე სეზონის უმთავრესი სენსაცია გამოაცხო. დღეს ეს გუნდები უკვე ალიკანტეში შეხვდებიან ერთმანეთს, "ერკულესი" 22 ქულით მე-12 ადგილზეა. საიტ "ტრსანფერმარკტის" მტკიცებით, "ერკულესის" ფეხბურთელთა ჯამური საბაზრო ფასი 52 მილიონი ევროა, მაშინ როცა "ბარსელონა" 545 მილიონი "ღირს", ანუ ათჯერ ძვირია. მაშ ასე, დღეს 56 წლის ესტებან ვიგოსა და 40 წლის ხოსეპ გვარდიოლას შორის მეორე სამწვრთნელო დუელია, პირველი ვიგოს დარჩა.

"ერკულესის" რიგებში ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი დავიდ ტრეზეგეა, ფრანგს ბევრი შემოთავაზება ჰქონდა იტალიური კლუბებიდან, მაგრამ აპენინებზე დაბრუნება, ვგონებ, გამოირიცხა - ტრეზეგე 9 გოლით "ერკულესის" ბომბარდირია. თავისთავად, მნიშვნელოვანი ფიგურაა ნელსონ ვალდესი (6 გოლი ჩემპიონატში, აქედან 2 "ბარსელონას" კარში). ალიკანტეურ კლუბში სამხრეთამერიკელი თავდამსხმელის უკან თამაშობს. "ერკულესის" მესამე ლიდერ როისტონ დრენტეს კი კლუბთან პრობლემები აქვს, რასაც მუხლის ტრავმაც დაერთო. სხვათა შორის, ვალდესსაც ტრავმა აწუხებს, მაგრამ არა ისეთი, რომ "ბარსელონასთან" მატჩი გამოტოვოს.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდში მატჩის წინ ერთი შევსებაა - კუნთის ტრავმა მოირჩინა და მატჩის განაცხადში იქნება ბრაზილიელი დანი ალვეში, რომელიც ვერაფრით შეუთანხმდა "ბარსელონას" და, ალბათ, კლუბიდან წავა. სამაგიეროდ, მოწამლული ბოიან კრკიჩი დროულად ვერ გამოჯანმრთელდა და ის კატალონიაში დატოვეს, ვალენსიის მხარეში გვარდიოლამ 19 ფეხბურთელი წაიყვანა, ბოიანის ნაცვლად განაცხადში ფორვარდი ნოლიტო მოხვდა, მე-19 ფეხბურთელი კი მცველი ფონტასია. "ბარსას" არ ეყოლება ტრავმირებული კაპიტანი კარლეს პუიოლი და ჟეფრენ სუარესი.

ჩემპიონმა ლა ლიგაში 9 საგარეო შეხვედრა მოიგო ზედიზედ, თუკი ალიკანტეში იმარჯვებს, ეს მეათე გამარჯვება იქნება. პეპი გახარებულიც არის, რომ გუნდს ახლა საგარეო მატჩი უწევს: "იქნებ მანამდე "კამპ ნოუს" მინდვრის საფარმა დაისვენოს და კარგ მდგომარეობაში იყოს მომავალი ტურისთვის", - ამბობს მწვრთნელი.

"ბლანკოებმა" კარგად იციან, რომ საჩემპიონო რბოლის გაგრძელებისთვის მათ ყველა მატჩი უნდა მოიგონ, სხვაობა (ანუ ჩამორჩენა) "ბარსელონასთან" 4 ქულაა. "სამეფო კლუბი" ხვალ ნავარას ესტუმრება. ჟოზე ფრთხილად უნდა იყოს, "რეალმა" ამ სეზონში სულ 4-ჯერ წაიფორხილა და ყველა ამ შემთხვევაში გუნდი სტუმრად თამაშობდა. სხვათა შორის, ემანუელ ადებაიორმა გამოთქვა სურვილი უკვე "ოსასუნასთან" ითამაშოს, თუმცა, ბუნებრივია, ეს საკითხი მარტო მისი გადასაწყვეტი არაა. მაჰამადუ დიარა კი აღარასოდეს ითამაშებს "რეალის" თეთრი მაისურით - მალელი "მონაკოში" გადავიდა. 

"ოსასუნას" ცუდი დროება უდგას, ბოლო ორი თვეა ნავარული კლუბი გასავარდნ ზონაში ჩაეშვა. ხოსე ანტონიო კამაჩოს თავის ყოფილ კლუბთან დაპირისპირებაში არ ეყოლება ნაჩო მონრეალი, რუპერი და ახალწვეული ალვარო სეხუდო. სერხიო ფერნანდესმა გასულ კვირაში მუხლი დაიზიანა, მაგრამ რენტგენზე სერიოზული პრობლემა არ დაფიქსირდა. და მაინც, ფერნანდესის თამაში საეჭვოა. მწვრთნელს კარგი ამბებიც აქვს, აზიის თასიდან დაბრუნდნენ გუნდის ირანელი ლიდერები ჯავად ნეკუნამი და მასუდ შოჯაეი, უკვე ნორმალურად ვარჯიშობს ვალტერ პანდიანი და სამხრეთამერიკელი, ალბათ, სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს მატჩს და საჭიროების შემთხვევაში, "რეალის" კარსაც შეუტევს.

კვირის მატჩებიდან კიდევ ერთს გამოვყოფთ - "ვილიარეალი" ბარსელონაში "ესპანიოლს" სტუმრობს. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი ორი კლუბი "6-ქულიან" დაპირისპირებაში გაარკვევს უკეთესს. "ესპანიოლს" მთავარი მეგოლის, პაბლო ოსვალდოს არ ყოფნა კაპიტან ლუის გარსიასა და ხოსე კალეხონის კარგმა თამაშმა თითქმის არ აგრძნობინა. "წყალქვეშა ნავი" კატალონიაში იმის დასამტკიცებლად მიდის, რომ "ბარსელონასა" და "რეალის" შემდეგ ყველაზე ძლიერი კლუბია დღეისათვის იბერიის ნახევარკუნძულზე.

"ესპანიოლი" ახლახან დაცვაში დასუსტდა, გუნდმა ძალზე პერსპექტიული ახალგაზრდა ვიქტორ რუისი "ნაპოლიში" გაყიდა. კატალონიური კლუბი ისეთ ფინანსურ სიტუაციაშია, რომ სხვა გზა არც აქვს, ის კი არა, რიგში კიდევ ერთი მცველის, დიდაცის გასხვისებაა. მაურისიო პოჩეტინოს შეიძლება დააკლდეს ფეხმტკივანი რაულ ბაენა, თუმცა ალდო დუშერმა შეძლო დროულად გამოჯანმრთელება, მას მცირე კონტუზია ჰქონდა. "ვილიარეალს" ისევ დააკლდება კვარტეტი (ხუან კარლოსი, მარკოს სენა, ნილმარი და კარლოს მარჩენა). ამათგან მხოლოდ მარჩენას აქვს თამაშის შანსი, თუმცა - ძალიან მცირე. ტურის სხვა წყვილებიდან ათლეტთა ორი კლუბის დაპირისპირებას გამოვარჩევთ - "ვისენტე კალდერონზე" "ატლეტიკო" ბილბაოს "ატლეტიკს" მასპინძლობს. XXI ტური ორშაბათს კანტაბრიაში დასრულდება - მეოთხეადგილოსანი "ვალენსია" "რასინგს" სტუმრობს.

 

თ მ ფ წ ბ  ქ
1. ბარსელონა 20 18 1 1 64-11 55
2. რეალი 20 16 3 1 48-17 51
3. ვილიარეალი 20 13 3 4 40-21 42
4. ვალენსია 20 12 4 4 33-23 40
5. ესპანიოლი 20 12 1 7 28-26 37
6. ბილბაო 20 10 2 8 32-31 32
7. ატლეტიკო 20 9 3 8 31-24 30
8. სევილია 20 9 2 9 30-32 29
9. მალიორკა 20 8 3 9 23-25 27
10. ხეტაფე 20 8 3 9 29-32 27
11. სოსიედადი 20 8 1 11 30-33 25
12. ერკულესი 20 6 4 10 22-31 22
13. დეპორტივო 20 5 6 9 15-27 21
14. რასინგი 20 5 5 10 15-29 20
15. სპორტინგი 20 4 7 9 18-27 19
16. სარაგოსა 20 4 7 9 18-32 19
17. ოსასუნა 20 4 6 10 19-28 18
18. ალმერია 20 3 8 9 20-34 17
19. მალაგა 20 5 2 13 27-45 17
20. ლევანტე 20 4 3 13 20-34 15


ბომბარდირები: 22 - რონალდო (რეალი); 19 - მესი (ბარსელონა); 14 - ვილია (ბარსელონა); 12 - ფ. ლორენტე (ბილბაო); 11 - პედრო (ბარსელონა), როსი (ვილიარეალი); 10 - ნილმარი (ვილიარეალი); 9 - ტრეზეგე (ერკულესი); 8 - კანუტე (სევილია), ადურისი (ვალენსია), ლ. ფაბიანო (სევილია); 7 - აგუერო (ატლეტიკო), ფ. კაისედო (ლევანტე), პ. ოსვალდო (ესპანიოლი), ფორლანი (ატლეტიკო), ულოა (ალმერია), რონდონი (მალაგა).

 

 

 

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბომბარდირი მესი გახდება _-_
nika_barsa
18:58 29-01-2011
0

სიახლეები პოპულარული