"ბარსელონამ" ესპანეთის პრიმერადივიზიონის 21-ე ტურში "ერკულესის" დამარცხებით "რეალის" 50 წლის წინანდელი რეკორდი გაიმეორა. ეროვნულ ჩემპიონატში 15 შეხვედრის ქულის დაუკარგავად ჩატარება ადრე მხოლოდ "სამეფო კლუბმა" მოახერხა.
ასეთი რეკორდი 1960/61 წლის სეზონში დამყარდა, როდესაც მადრიდელთა რიგებში "რეალის" ამჟამინდელი საპატიო პრეზიდენტი ალფრედო დი სტეფანო გამოდიოდა.