პამპლონაში თამაშის 62-ე წუთზე 30 წლის ნახევარმცველმა ხავიერ კამუნიასმა იკერ კასილიასის კარში ერთადერთი გოლი გაიტანა და, ვგონებ, ჩემპიონატს მთავარი ინტრიგაც მოუკლა - დღეიდან "რეალს" 7 ქულა აშორებს "ბარსელონასთან". მართალია, ჟოზე მოურინიოს ჯერ კიდევ 17 ტური წინ აქვს, მაგრამ "განსაკუთრებულს" საამსეზონოდ კარგი პერსპექტივა არ უჩანს. მაშინ, როცა "რეალი" ნავარაში შერცხვა, "ბარსელონამ" სექტემბერში მარცხისთვის შური იძია "ერკულესზე", თუმცა ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ:
"ლევანტემ" ტური ბოლო ადგილზე დაიწყო, თუმცა ლუის გარსიას გუნდმა ბოლო დროს ფორმიდან ამოვარდნილ "ხეტაფეს" 2:0 მოუგო. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა,
მოიგო კიდევ ერთმა კლუბმა, რომელიც აუტსაიდერთა შორის იყო, "სპორტინგმა" მოულოდნელად 4:0 გაანადგურა ჩვეულებრივ შინ კარგად მოთამაშე "მალიორკა".
ბალეარელთა რბევა დიეგო კასტრომ დაიწყო, რომელმაც ლორას ჩამოწოდებულს მასპინძელთა კარში მიუჩინა ადგილი. შემდეგ კევინ გარსიამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, თავი შეცვლაზე შემოსულმა პორტუგალიელმა ახალწვეულმა ანდრე კაშტრომ გამოიჩინა, ბოლოს კი "მალიორკას" განადგურებას წერტილი ნაჩო ნოვომ დაუსვა.
"ანოეტაზე" "რეალ სოსიედადმა" "ალმერია" უპრობლემოდ დაამარცხა - 2:0. ჯერ მცველმა იონ ანსოტეგიმ თავი დაუხვედრა რაულ ტამუდოს კუთხურს, შემდეგ თავად ვეტერანმა ფორვარდმა გაიტანა. სხვათა შორის, რაულ ტამუდო სეზონის ბოლომდე დამტვრეულ ხოსება ლორენტეს ცვლიდა.
აუტსაიდერთა ჯახებიდან ყველაზე საინტერესო "მალაგაში" გაიმართა და მოულოდნელად სტუმარი "სარაგოსას" გამარჯვებით დასრულდა - 2:1. თავიდან პატრიკ მტილიგას ჩაწოდების შემდეგ დუდამ დააწინაურა თავისიანები, მაგრამ ანდალუსიელებმა იმდენად ცუდად ითამაშეს დაცვაში, რომ დაისაჯნენ კიდეც. ჯერ ნიკოლას ბერტოლომ გაათანაბრა, "სარაგოსას" იშვიათი გამარჯვება შეცვლაზე შესულმა ფლორან სინამა-პონგოლემ მოუტანა.
"ბარსელონამ" შური იძია, თუმცა კი ცოტა გაუჭირდა კიდეც - საბოლოოდ, კი შედეგი მაინც მეტოქისთვის გამანადგურებელი აღმოჩნდა - კატალონიურმა გრანდმა 3:0 მოიგო. ჩემპიონი მოედანზე მაინცდამაინც ვერ გრძნობდა ყოჩაღად თავს და მას პედროს გოლმა "ერკულესის" კარის ახლო კუთხეში სულზე მოუსწრო ტაიმის მიწურულს - ზედიზედ 6 მატჩია, პედრიტოს გოლი გააქვს, ახალგაზრდა ფორვარდი ბრწყინვალე ფორმაშია.
ამ გოლმა მე-2 ტაიმში ბევრად გაუიოლა საქმე "ბარსას", თუმცა შვებით სტუმრებმა მხოლოდ მას მერე ამოისუნთქეს, რაც რეფერიმ გამოცდილი ფარინოსი მოედნიდან მიაბრძანა. ამის შემდეგ ლეო მესიმ დუბლი შეასრულა, ჯერ ჩვეულ სტილში, მარცხნივ შეიწია ცენტრისკენ და ცაციათი დალაშქრა კარი, შემდეგ კი თანაგუნდელთა გრძელი კომბინაცია დაასრულა, ახლო მანძილიდან ცარიელ კარში გაიტანა. ლეო მესიმ 21-მდე გაზარდა ლა ლიგაში გოლების რაოდენობა.
ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა გუნდმა ზედიზედ 15 მატჩი მოიგო და ალფრედო დი სტეფანოს "რეალის" რეკორდი გაიმეორა. ვიცი, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენ რეკორდსაც დაამხობენ, მაგრამ ეს უახლოეს 50 წელიწადში არ მოხდება. მესი გენიალურია, ის 23 წლისაა და "ბარსელონაში" უკვე 164 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში მეოთხეა. ვიმეორებ, ის მხოლოდ 23 წლისაა."
შაბათს ყველაზე თვალსასეირო და სკანდალური მატჩი გალისიური გამოდგა, "რიასორზე" "დეპორტივომ" და "სევილიამ" 6-გოლიანი თრილერი ითამაშეს. როცა მე-15 წუთზე მაროკოელმა ლასად ნუინუიმ ბრწყინვალე სოლო-რეიდის შემდეგ გახსნა ანგარიში, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მატჩი ასეთი დაძაბული გახდებოდა.
მართლაც, ლასადის პირველ და მეორე გოლებს შორის კარგა ხანი გავიდა, მეორე გოლი მასპინძელთა შემტევმა ხომ 62-ე წუთზე გაიტანა, მაშინ, როცა "სევილიას" გოლკიპერი ანდრეს პალოპი საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის ახალი გაძევებული იყო.
"სევილიამ" ერთი გოლი მაშინვე გაქვითა - თავი ალვარო ნეგრედომ გამოიჩინა. ამის შემდეგ 10-კაციანმა სტუმართა გუნდმა ჯერ გათანაბრება (ესკუდე), შემდეგ კი წინ გასვლა (ნეგრედო) შეძლო, თუმცა 88-ე წუთზე "დეპორს" ქულა ლაურემ გადაურჩინა, მარჯვენა მცველმა საეჭვო სიტუაციაში გაიტანა გოლი, რასაც სტუმართა გუნდის ამაო პროტესტი მოჰყვა. გალისიელებს მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ მატჩის 95-ე წუთზე (!) ხავი ვარასმა სასწაულებრივ გადაარჩინა "სევილია". სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ იყო მე-7 გოლიც, დეპორტივოელი ადრიანის, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა - 3:3.
კვირას ბილბაოს "ატლეტიკმა" "ვისენტე კალდერონზე" 2:0 იმარჯვა და კიდევ უფრო მიუახლოვდა ლიდერებს. "ატლეტიკოს" კარში ორივე გოლის ავტორი გაისკა ტოკეროა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლებს პირველ ტაიმში ლუის პერეა გაუძევეს, მათ კარში კი პენალტი დანიშნეს, რომელიც ფერნანდო ლორენტემ კარს ააცილა.
აი, რა თქვა ჟოზე მოურინიომ წაგების შემდეგ: "სათქმელი არაფერი მაქვს, ჩვენ დღეს სამი ქულა დავკარგეთ, რომელთაც არც ვიმსახურებდით. ისე, არა მგონია, აქ, ამ სტადიონზე ბევრმა მოიგოს."
მომდევნო ტური
5 თებერვალი: ალმერია-ესპანიოლი, ბილბაო-სპორტინგი, ხეტაფე-დეპორტივო, ოსასუნა-მალიორკა, სარაგოსა-რასინგი, ვილიარეალი-ლევანტე, ბარსელონა-ატლეტიკო; 6 თებერვალი: სევილია-მალაგა, რეალი-რეალ სოსიედადი, ვალენსია-ერკულესი.
ესპანეთი. ლა ლიგა. XXI ტური
მალიორკა-სპორტინგი 0:4
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - სენდროსი, ნუნიეში, კრესპი (66. მარტი), კევინი - დე გუზმანი, ჟ. ვიქტორი - ნსუე (67. სერხი), გ. კასტრო, პერეირა (82. ტეხერა) - ვებო.
სპორტინგი (4-1-4-1): კუელიარი - ლორა, ი. ერნანდესი, გრეგორი, კანელია - ეგურენი - დე ლას კუევასი (72. ნ. ნოვო), რივერა, კასესი (63. ა. კაშტრო), დ. კასტრო (81. აიოსე) - ბარალი.
გოლები: 0:1 დ. კასტრო (3), 0:2 კევინი (60 ს.კ.), 0:3 ა. კაშტრო (63), 0:4 ნ. ნოვო (86)
გაფრთხილება: ჟ. ვიქტორი, კრესპი, ვებო, ნუნიეში - ეგურენი, კუელიარი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 17-10; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 16-10 (3-3); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 12 500
მალაგა-სარაგოსა 1:2
მალაგა (4-2-3-1): ასენხო - გამესი (41. გასპარი), სტადსგაარდი, როსარიო, მტილიგა - ნ. კამაჩო, მარესკა (58. რესიო) - ელიზეუ (70. ქუინსი), ბაპტიშტა, დუდა - რონდონი.
სარაგოსა (4-2-3-1): ლ. ფრანკო - დიოგო, ლანსარო, იაროშიკი, პარედესი - პონსიო, გაბი - ლაფიტა (74. ბუტაჰარი), ანდერი (85. ხ. ლოპესი), ბერტოლო - ბრაულიო (67. სინამა-პონგოლე).
გოლები: 1:0 დუდა (15), 1:1 ბერტოლო (39), 1:2 სინამა-პონგოლე (86)
გაფრთხილება: როსარიო, ნ. კამაჩო, გასპარი - პონსიო, დიოგო, ბერტოლო, გაბი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 13-26; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 15-12 (6-7); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 21 000
ლევანტე-ხეტაფე 2:0
ლევანტე (4-4-2): მუნუა - ხ. ვენტა, ბალესტეროსი, დელ ორნო, ხუანფრანი (66. ნანო) - ხ. ტორესი, პალიარდო - ვალდო (88. ველინგტონი), ს. მუნიოსი (71. იბორა), ხუანლუ - ფ. კაისედო.
ხეტაფე (4-2-3-1): უსტარი - მ. ტორესი (65. კოლუნგა), დიასი, რაფა (58. მარკანო), მანე - ბოატენგი, მოსკერა (56. გავილანი) - პ. რიოსი, პარეხო, მანუ - მიკუ.
გოლები: 1:0 ვალდო (47), 2:0 ფ. კაისედო (54)
გაფრთხილება: ხ. ვენტა, ხ. ტორესი, ფ. კაისედო - პარეხო, პ. რიოსი
გაძევება: ნადალი (78. ლევანტე - სათ. სკამიდან), მანუ (78)
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 15-7 (6-0); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 14 000
რეალ სოსიედადი-ალმერია 2:0
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, ანსოტეგი, ლაბაკა, დე ლა ბელა - რივასი, ელუსტონდო - ჩ. პრიეტო, ზურუტუზა (84. არანბურუ), გრიზმანი (77. დემიდოვი) - ტამუდო (87. აგირეჩე).
ალმერია (4-2-3-1): დ. ალვეში - მასედო, კ. გარსია, მ. სილვა (81. ხოსე ორტისი), იაკობსენი - მ'ბამი, ბერნარდელო - პიატი, უჩე, კრუსატი (71. გოიტომი) - ულოა.
გოლები: 1:0 ანსოტეგი (45), 2:0 ტამუდო (79)
გაფრთხილება: ბრავო, ანსოტეგი - იაკობსენი, ბერნარდელო
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 10-21; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 13-22 (5-5); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 22 000
ერკულესი-ბარსელონა 0:3 [VIDEO]
ერკულესი (4-2-3-1): კალატაიუდი - კორტესი, სარი, როდრიგესი, პენია - ფრიტცლერი (67. ფარინოსი), აგილარი - კიკო (62. კრისტიანი), ვალდესი (79. პორტილიო), ტოტე - ტრეზეგე.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, აბიდალი, მაქსველი - ჩავი (87. კეიტა), ბუსკეტსი, ინიესტა (89. აფელაი) - პედრო, მესი, ვილია (87. ნოლიტო).
გოლები: 0:1 პედრო (43), 0:2 მესი (87), 0:3 მესი (89)
გაფრთხილება: აგილარი, პენია, ფარინოსი - დ. ალვეში
გაძევება: ფარინოსი (85)
კუთხური: 2-9; ჯარიმა: 12-7; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 4-22 (2-8); ბურთის ფლობა: 32%-68%.
მაყურებელი: 29 000
დეპორტივო-სევილია 3:3
დეპორტივო (5-4-1): არანსუბია - ლაურე, კოლოტო, აიტამი, ზე კასტრო (80. ვალერონი), მ. პაბლო - ადრიანი, ა. ტომასი (27. ჟუკა), რ. პერესი, მიჩელი (56. ხ. დომინგესი) - ლასადი.
სევილია (4-4-2): პალოპი - კასერესი, ალექსისი, ესკუდე, დაბო - ალფარო (52. აკოსტა), ფასიო (76. ზოკორა), რენატო, კაპელი (58. ვარასი) - ლ. ფაბიანო, ნეგრედო.
გოლები: 1:0 ლასადი (15), 2:0 ლასადი (62), 2:1 ნეგრედო (63), 2:2 ესკუდე (74), 2:3 ნეგრედო (79), 3:3 ლაურე (88)
გაფრთხილება: ჟუკა - დაბო, ვარასი
გაძევება: პალოპი (57)
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 9-0; კარში დარტყმა: 16-12 (5-6); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 18 000
ატლეტიკო-ბილბაო 0:2
ატლეტიკო (4-4-2): დე ხეა - უიფალუში, პერეა, გოდინი, ფ. ლუიში (68. ხუანფრანი) - რეიესი, ასუნსაო, ტიაგო, ელიასი (46. დომინგესი) - ფორლანი (76. დ. კოშტა), აგუერო.
ბილბაო (4-4-2): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ეკიზა, კოიკილი - დ. ლოპესი, გურპეგი (57. ორბაისი), ხ. მარტინესი, მუნიაინი (84. სუსაეტა) - ფ. ლორენტე, ტოკერო (72. იტურასპე).
გოლები: 0:1 ტოკერო (46), 0:2 ტოკერო (64)
შენიშვნა: ფ. ლორენტემ ვერ გაიტანა პენალტი (40)
გაფრთხილება: რეიესი, ასუნსაო, უიფალუში - ხ. მარტინესი
გაძევება: პერეა (39)
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 15-15 (7-7); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 30 000
ოსასუნა-რეალი 1:0
ოსასუნა (4-2-3-1): რიკარდო - დამია, სერხიო, ფლანიო, ნელსონი - პუნიალი, სორიანო (46. ვადოცი) - კორომინასი (92. კალეხა), პანდიანი (81. ლოლო), კამუნიასი - არანდა.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - ს. რამოსი, ალბიოლი (65. ადებაიორი), რ. კარვალიო, არბელოა - ხედირა, ლ. დიარა (64. ჩ. ალონსო) - დი მარია (65. კაკა), იოზილი, რონალდო - ბენზემა.
გოლი: 1:0 კამუნიასი (62)
გაფრთხილება: სორიანო, კორომინასი, დამია, არანდა, პუნიალი, რიკარდო, ნელსონი, ვადოცი - ლ. დიარა, ს. რამოსი, ხედირა
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 24-9; თამაშგარე: 7-3; კარში დარტყმა: 9-21 (3-4); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 19 000
რასინგი-ვალენსია დღეს
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 21 19 1 1 67-11 58
2. რეალი 21 16 3 2 48-18 51
3. ვილიარეალი 20 13 3 4 40-21 42
4. ვალენსია 20 12 4 4 33-23 40
5. ესპანიოლი 20 12 1 7 28-26 37
6. ბილბაო 21 11 2 8 34-31 35
7. ატლეტიკო 21 9 3 9 31-26 30
8. სევილია 21 9 3 9 33-35 30
9. სოსიედადი 21 9 1 11 32-33 28
10. ხეტაფე 21 8 3 10 29-34 27
11. მალიორკა 21 8 3 10 23-29 27
12. სპორტინგი 21 5 7 9 22-27 22
13. ერკულესი 21 6 4 11 22-34 22
14. დეპორტივო 21 5 7 9 18-30 22
15. სარაგოსა 21 5 7 9 20-33 22
16. ოსასუნა 21 5 6 10 20-28 21
17. რასინგი 20 5 5 10 15-29 20
18. ლევანტე 21 5 3 13 22-34 18
19. ალმერია 21 3 8 10 20-36 17
20. მალაგა 21 5 2 14 28-47 17
ბომბარდირები: 22 - რონალდო (რეალი); 21 - მესი (ბარსელონა); 14 - ვილია (ბარსელონა); 12 - ფ. ლორენტე (ბილბაო), პედრო (ბარსელონა); 11 - როსი (ვილიარეალი); 10 - ნილმარი (ვილიარეალი); 9 - ტრეზეგე (ერკულესი).
სეგუნდადივიზიონი. XXII ტური
ალკორკონი-ალბასეტე 2:0
გოლები: 1:0 ერნანდესი (61), 2:0 ნაგორე (90)
გაძევება: კამაჩო (76. ალბასეტე)
უელვა-ელჩე 0:0
ბარსელონა B-სელტა 1:1
გოლები: 1:0 ორიოლი (8), 1:1 ა. ლოპესი (63)
კარტახენა-ხერესი 1:2
გოლები: 1:0 ვიქტორი (22), 1:1 ხოსე მარი (30), 1:2 ხოსე მარი (65)
გაძევება: ლომბანი (75. ხერესი)
კორდობა-სალამანკა 2:0
გოლები: 1:0 რიერა (76), 2:0 დიასი (84)
ხიმნასტიკი-ლას პალმასი 0:0
უესკა-პონფერადინა 1:0
გოლი: 1:0 კამაჩო (90)
ნუმანსია-რაიო ვალეკანო 0:3
გოლები: 0:1 მიჩელი (28), 0:2 მოვილია (45), 0:3 მიჩელი (58)
გაძევება: პავონი (90. ნუმანსია)
ვილიარეალი B-ვალიადოლიდი 2:0
გოლები: 1:0 ნილსენი (30), 2:0 მარკიტოსი (90)
გაძევება: კამარერო (65. ვალიადოლიდი)
გრანადა-ბეტისი 3:0
გოლები: 1:0 გეიხო (51), 2:0 ბენიტესი (59), 3:0 გეიხო (64)
ტენერიფე-ხირონა 3:3
გოლები: 1:0 სისილია (13), 1:1 დესპოტოვიჩი (31), 1:2 დესპოტოვიჩი (41), 1:3 კიკო (60), 2:3 ნინო (61), 3:3 ნინო (90)
გაძევება: არაგონესესი (46. ტენერიფე)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბეტისი 22 14 4 4 46-21 46
2. ვალეკანო 22 14 4 4 38-21 46
3. სელტა 22 12 8 2 41-20 44
4. ხერესი 22 10 5 7 33-29 35
5. გრანადა 22 9 7 6 39-25 34
6. ვილიარეალი B 22 10 4 8 27-31 34
7. ბარსელონა B 22 8 8 6 34-33 32
8. კარტახენა 22 9 5 8 31-31 32
9. ნუმანსია 22 9 3 10 32-29 30
10. ელჩე 22 6 11 5 18-19 29
11. კორდობა 22 6 10 6 29-28 28
12. უესკა 22 6 10 6 16-20 28
13. ხირონა 22 6 9 7 31-30 27
14. ალკორკონი 22 8 3 11 25-31 27
15. ვალიადოლიდი 22 7 5 10 28-30 26
16. სალამანკა 22 7 3 12 25-32 24
17. ლას პალმასი 22 5 9 8 30-40 24
18. უელვა 22 4 11 7 20-23 23
19. ალბასეტე 22 5 8 9 17-23 23
20. ხიმნასტიკი 22 4 9 9 15-23 21
21. ტენერიფე 22 3 9 10 21-36 18
22. პონფერადინა 22 3 9 10 17-38 18
ბომბარდირები: 14 - რ. კასტრო (ბეტისი), გეიხო (გრანადა); 13 - ქუინი (ალკორკონი), არმენტეროსი (რაიო ვალეკანო); 12 - ხ. გუერა (12).
.