იკერ კასილასი: ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ

AutoSharing Option
"რეალის" მეკარემ იკერ კასილასმა პრიმერადივიზიონის 21-ე ტურის მატჩში "ოსასუნასთან" (0:1) დამარცხების შემდეგ აღნიშნა, რომ მიმდინარე ჩემპიონატს უკვე წაგებულად არ მიიჩნევს. ამ ჩავარდნის შემდეგ "სამეფო კლუბის" "ბარსელონასთან" ჩამორჩენა უკვე 7 ქულას შეადგენს.

"მათემატიკურად ლიგა ჯერ კიდევ არ გვაქვს წაგებული. ლიდერთან ჩამორჩენის შემცირება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. წინ კიდევ 17 მატჩია და შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს. საერთოდ, გუნდის გადაღლილობა გასამართლებელ არგუმენტად არ გამოდგება, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ გასულ კვირაში რთული სათასო შეხვედრა გვქონდა", - განაცხადა მადრიდელთა გოლკიპერმა.


მომზადებულია AS-ის მიხედვით

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული