გულშემატკივრებმა "რეალის" შეტევები ჩაშალეს

AutoSharing Option
"ოსასუნას" გულშემატკივრებმა მოედანზე ზედმეტი საფეხბურთო ბურთების შემოგდებით რამდენჯერმე ჩაშალეს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელთა შეტევა. "რეალის" მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს თქმით, მოედანზე ზედმეტი ბურთების გამოჩენა "ოსასუნას" მოგების ერთ-ერთი მიზეზი გახდ. პამპლონელებმა მატჩი 1:0 მოიგეს. გოლი შეხვედრის 62-ე წუთზე "ოსასუნას" ფორვარდმა ხავიერ კამუნიასმა გაიტანა. "რეალის" ფეხბურთელები გათანაბრებას ეცადნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს.

მატჩის მიმდინარეობისას მინიმუმ ორჯერ მოედანზე ზედმეტი ბურთები გამოჩნდა ( 66-ე და 86-ე წუთებზე). მოურინიოს თქმით, გულშემატკივრებმა ისინი მოედანზე სამჯერ შემოაგდეს.

"რეალის" თავკაცმა აღნიშნა, რომ ზედმეტი ბურთების გამოყენება უპატიოსნო საქციელად მიაჩნია ( წესების
მიხედვით, როდესაც მოედანზე რამდენიმე ბურთია, თამაში უნდა შეწყდეს). მოურინიომ გამოთქვა აზრი, რომ გულშემატკივრები "რეალის" შეტევებს შეგნებულად შლიდნენ და ეს "ოსასუნას" სათამაშო ტაქტიკის შემადგენელი ნაწილი იყო.

"ოსასუნასთან" დამარცხებამ "რეალს" ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლის საქმე მნიშვნელოვნად გაურთულა. 21 მატჩში მადრიდულმა კლუბმა 51 ქულა მოიპოვა. "რეალი" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "ბარსელონას" 7 ქულით ჩამორჩება.


მომზადებულია AFP-ის მიხედვით






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული