აუტსაიდერები ძლიერდებიან

AutoSharing Option

"ლევანტე" "ვილიარეალის" გარემარბ ჯეფერსონ მონტეროთი გაძლიერდა. ეკვადორელი ვალენსიურ კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა. 21 წლის სამხრეთამერიკელი "ელ სუბმარინოს" სარეზერვო კლუბიდან დააწინაურეს ამ სეზონში, თუმცა ახალგაზრდას მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს.

ამასობაში გაძლიერდა პრიმერას კიდევ ერთი აუტსაიდერიც, "სარაგოსამ" "სანდერლენდის" მცველი პაულო და სილვა შეიძინა. მხარეებს არ გაუხმაურებიათ სატრანსფერო თანხის ოდენობა. პარაგვაელმა შარშან თავი კარგად წარმოაჩინა მუნდიალზე, მაგრამ "სანდერლენდში" მას ძირითადში ადგილი ტაიტუს ბრამბლმა წაართვა.

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული