დანარჩენს 22 წლის თავდამსხმელის ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც ცოტა უცნაურ ფორმატში უნდა მოგაწოდოთ:
იანვარი: "რეალის" დამარცხება
"ვალენსიას" პირველი მატჩი იყო "ბლანკოსის" 2:1 დამარცხება შინ - "ეს იყო წლის პირველი მატჩი და დიდი გამარჯვება ჩვენთვის. "რეალის" დამარცხება ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა".
თებერვალი: საგოლე შიმშილი
პაკომ დეკემბერში (2014 წ.) "ეიბარს" გაუტანა და შემდეგ მარტამდე ვერ შეძლო მეტოქე მეკარეთა დამწუხრება, სანამ "დეპორტივოს" არ გაუტანა: "ჩემი
მარტი: დერბი
"ლევანტეს" კარში გატანილ ბურთზე: "ეს იყო ჩემი პირველი გოლი ვალენსიურ დერბიში. ძალიან ამაყი დავრჩი, რომ გავიტანე".
აპრილი: პაკო და ნეგრედო
პაკომ და ალვარო ნეგრედომ ერთმანეთს ბრწყინვალედ გაუგეს და კარგი შემტევი წყვილი შექმნეს: "ძალიან კარგად შევეწყვე ნეგრედოს და ეს მაშინ, როცა ლამის ორივე ერთ პოზიციაზე ვთამაშობდით".
მაისი: ჩემპიონთა ლიგის საგზური
გოლი, რომელმაც "ვალენსიას" ლიგის საგზური მოუტანა: "ალმერიას" კარში გატანილი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რადგან ამით "ვალენსიამ" ლიგის საგზური მოიგო".
ივნისი: ესპანეთის ნაკრები
ის გახდა ესპანეთის ნაკრების პირველი ცენტრფორვარდი: "ძალიან ძნელია ესპანეთის ნაკრებში მოხვედრა და იქ დიდხანს გაჩერება. ძალიან ბევრმა ვერ შეძლო დამკვიდრება. იმედია, მე ეს გამომივა".
ივლისი: კარგი დასაწყისი
წინასასეზონო მატჩებზე: "ყოველი სეზონის დასაწყისი ახალი გადაშლილი თავია წიგნში, ყოველი ფეხბურთელი ისახავს სეზონის მიზანს, ჩემი მიზანი ძალიან ნათელი იყო - გოლების გატანა კლუბისთვის".
აგვისტო: რანდევუ "მონაკოსთან"
"ვალენსიამ" შეძლო "მონაკოს" წინააღმდეგობის დაძლევა და ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა: "ეს იყო წლის მიღწევა ჩვენთვის. ყველამ ვიცოდით, რომ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე აუცილებლად უნდა გავსულიყავით".
სექტემბერი: სკამზე
ამას მოჰყვა პაკოსთვის ყველაზე მძიმე დროება ახალ სეზონში: "ნუნუ იმ მომენტისთვის უფრო ნეგრედოს ათამაშებდა. ჩემი მიზანი იყო რაც შეიძლება კარგად ვარჯიში და იმ დროის მაქსიმალურად გამოყენება, რაც მომეცემოდა".
ოქტომბერი: აღორძინება
პაკოს გოლები დაბრუნდა, დაბრუნდა ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაშიც: "ვისენტე კალდერონზე" გოლი გავიტანე და ყველაფერი ნორმაში დაბრუნდა. შემდეგ იგივე შევძელი "ლევანტეს" წინააღმდეგ. ამის მერე უკვე სასტარტოს წევრი ვარ".
ნოემბერი: ნუნუს გათავისუფლება
"მესტალიას" ბინადრებმა მწვრთნელი დაკარგეს: "არავის უყვარს ასეთი სიტუაცია. ფეხბურთელები არაფერ შუაში არ არიან, მწვრთნელის მოხსნა კლუბის გადაწყვეტილება იყო".
დეკემბერი: გავარდნა ლიგიდან
"ვალენსია" ლიგის ჯგუფში ჩარჩა, მაგრამ პაკო ამას "ნათელი მხრიდან" უყურებს: "ძალიან ბევრს სწავლობ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშით. თუნდაც, მაშინ, როცა მარცხდები. ძალიან ბევრი ჩვენგანი აქამდე ასეთ დონეზე არ გამოსულა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შემდეგ ჯერზე ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"