ლა ლიგა. XIX ტურის წინ: ზიდანი დაიწყებს, წრე შეიკვრება

AutoSharing Option
მოუთმენლად ველით შაბათს, როცა "სანტიაგო ბერნაბეუ" ევროპული ფეხბურთის ყურადღების ცენტრში მოექცევა. არა იმიტომ, რომ "რეალი" და "დეპორტივო" თამაშობენ (არადა, სახელებს არაფერი დაეწუნება), არამედ, იმიტომ, რომ "სამეფო კლუბში" დიდი ზინედინ ზიდანის კიდევ ერთი დებიუტია, ახლა უკვე მწვრთნელის რანგში.

თითქმის 15 წლის მერე
2001 წელს "იუვენტუსს" 150 მილიარდი ლირა (დაახლოებით 75 მილიონი ევრო) გადაუხადეს და ზინედინ ზიდანი "რეალის" ფეხბურთელი გახდა. 5-ნომრიანი მაისურით ზიდანის დებიუტი აგვისტოში "ვალენსიას" წინააღმდეგ შედგა. და აი, 14,5 წლის შემდეგ სწორედ "ვალენსიამ" უზრენველყო მისი დებიუტი შაბათს მწვრთნელის რანგში - "ღამურებთან"
2:2 ფრის მერე "სამეფო კლუბიდან" რაფა ბენიტესი გააგდეს.

პოტენციური ლიდერი "კამპ ნოუზე"
ლა ლიგის პოტენციური ლიდერი "ბარსელონაა", რადგან მას თამაში აქვს რეზერვში და "ატლეტიკოს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. "ბარსას" შედარებით იოლი მატჩი ელის, "კამპ ნოუს" "გრანადა" ესტუმრება, რომელიც გასავარდნ ზონასთან ყველაზე ახლოსაა, ანუ მე-17 ადგილზეა.

თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ლუის ენრიკეს გუნდი საუკეთესო ფორმაშია, ბოლო ტურში "ბლაუგრანამ" "ესპანიოლს" ვერ გაუტანა, უგოლოდ კი შეხვედრა კატალონიურმა გრანდმა ბოლოს, 30 ტურის წინათ დაასრულა. ბოლო 6 ტურის მონაცემებით, "ბარსაზე" უკეთ ოთხი გუნდი ასპარეზობს, მათ შორის ის "რეალიც", რომლის მწვრთნელიც მოხსნეს.

ლიდერი გალისიაში
ლა ლიგის ამჟამინდელი ლიდერი "ატლეტიკო" ბრძოლით იკვლევს წინ გზას, რისი დასტურიც თუნდაც, წინა ტურის შეხვედრაა, რომელშიც დიეგო სიმეონეს გუნდმა თომას პარტის გვიანი გასროლვის წყალობით მოუგო ბოლოადგილოსან "ლევანტეს". "ატლეტიკო" ვიგოში ჩადის და ჩემპიონთა ლიგის საგზურ "სელტას" გაუმართავს ბრძოლას. "სელტას" მეკარე რუბენ ბლანკო ჰყავს დისკვალიფიცირებული, მაგრამ გაცილებით დიდი დანაკლისი ტრავმირებული ნოლიტოა.

პირველი გამარჯვების ძიებაში
I წრის უკანასკნელი ტურის სხვა მატჩებიდან უნდა გამოვარჩიოთ "სევილიასა" და "ბილბაოს" დაპირისპირება, საინტერესო მატჩი გველის სან სებასტიანში, სადაც "რეალ სოსიედადს" "ვალენსიას" სტუმრობს, გარი ნევილს ლა ლიგაში ჯერ არ გაუმარჯვია.

ხუთმატჩიანი მოგებათა სერია შეუწყვიტეს "ვილიარეალს", მაგრამ "ყვითელი წყალქვეშა ნავი" მაინც დიდებულ სიტუაციაშია, "სევილიასა" და "ვალენსიას" წაფორხილების წყალობით, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ფავორიტად იქცა. "ვილიარეალი" "ელ მადრიგალზე" ხიხონის "სპორტინგს" მასპინძლობს.

შაბათი. 9 იანვარი
ბარსელონა-გრანადა 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რობერტო (?), რაფინია -
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +7=0-1, (23-6)

ხეტაფე-ბეტისი 21:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მედრანი, ალექსისი (?), ბუენდია - ტარეკი (?), ბრუნო (?), ვესტერმანი (?), სებალიოსი (?), მოლინერო (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +5=7-8, (21-27)

სევილია-ბილბაო 21:15
დისკვალიფიკაცია: რამი -
ტრავმა: პარეხა, ანდრეოლი, ბეტო - ბოვედა (?), ადურისი (?), მერინო (?), გომესი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +18=11-11, (62-45)

რეალი-დეპორტივო 23:30
დისკვალიფიკაცია: კოვაჩიჩი -
ტრავმა: ბეილი (?) - ბორხესი, კარტაბია (?), არიბასი (?), კანი (?), ფაბრისიო
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +21=8-12, (75-54)

ლევანტე-ვალეკანო 01:05
დისკვალიფიკაცია: - დ. ლორენტე
ტრავმა: მარი, ხუანფრანი (?), კასადესუსი, ნავარო (?) - ტონიო, ებერტი, რაცი, კობენიო
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +8=4-6, (21-24)

კვირა. 10 იანვარი
ვილიარეალი-სპორტინგი 15:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოსტა (?), ბონერა, ადრიანი - ალვარესი, ნდი (?)
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +1=0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +8=2-3, (18-12)

სოსიედადი-ვალენსია 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ზურუტუზა, ილიარამენდი (?), კანალესი, აგირეჩე, ნავასი, გრანერო - ფეგული, ალვეში, გაია (?), მუსტაფი (?), ბაკალი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +10=12-16, (46-60)

ეიბარი-ესპანიოლი 21:15
დისკვალიფიკაცია: - ალვარო
ტრავმა: ხიმენესი, მაურო (?), ჟუნკა (?) - სანჩესი, კანიასი, არბილია
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=0-1, (2-3)

ლას პალმასი-მალაგა 21:15
დისკვალიფიკაცია: - ამრაბატი, შარლესი
ტრავმა: ერნანი, კასტელიანო, ლოპესი, ალემანი (?), ჟოზე (?), პერდომო (?), ბიგასი - კამაჩო (?), ფერეირა, კამენი (?), კარლოსი, ტორესი, ველიგტონი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +3=4-4, (11-13)

სელტა-ატლეტიკო 23:30
დისკვალიფიკაცია: ბლანკო -
ტრავმა: ფონტასი, ნოლიტო - ტიაგო
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +9=7-14, (39-46)

ბომბარდირები: 15 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 14 - ნეიმარი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 12 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), ლუკას პერესი (დეპორტივო), ქარიმ ბენზემა (რეალი); 11 - არიც ადურისი (ბილბაო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული