"დონ ბალონი" ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად ფლორენტინო პერესმა ჟოზე მოურინიოს ჩემპიონთა ლიგის ან ლა ლიგის მოგება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში პორტუგალიელი პოსტს დაკარგავს. ბუნებრივია, ამ ულტიმატუმს არც არავინ ადასტურებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთ საუბარს ადგილი რომც არ ჰქონოდა, ცხადია, რომ "რეალში" უტიტულოდ დარჩენას არავის აპატიებენ, მათ შორის არც - "განსაკუთრებულს". მაშ, რა დააშავა მანუელ პელეგრინიმ, რომლის "რეალმა" ქულების ოდენობით კლუბის რეკორდი დაამხო და ჩემპიონობის შანსს ბოლო ტურამდე ინარჩუნებდა?
გუშინ ჟოზე მთლიანად გუნდის სათასო ბატალიისთვის მომზადებით იყო დაკავებული და "ოსასუნასთან" მარცხზე ფიქრის
აი, რა თქვა ამ მატჩისთვის მიძღვნილ პრესკონფერენციაზე მოურინიომ: "წლებია, რაც "რეალს" კოპას ფინალში არ უთამაშია. ახლა კი ჩვენ სულ ერთი მატჩი გვაშორებს ფინალს.
ბიჭებს ძალიან უნდათ ფინალში თამაში, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, პირველი მატჩის შედეგი ფინალში გასვლის გარანტიას არ გვიტოვებს. იმედია, "სანტიაგო ბერნაბეუ" ჩვეულად გვიგულშემატკივრებს. ახლა ძალიან გვჭირდება მათი მხარდაჭერა. ერთ თვეში 9 მატჩი ვითამაშეთ, ამას კი ჩვეულნი არ ვართ, "რეალი" წინა წლებში მალევე ეთიშებოდა კოპას. ის დაცვაში კარგად თამაშობს, როცა პეპე ჯანზეა, არ მიყვას ვინმეს გამოყოფა, მაგრამ პეპეს ყოფნა ძირეულად ცვლის ჩვენი თამაშის სტილს დაცვაში."
სხვათა შორის, მოურინიოს პეპე შემთხვევით არ უხსენებია, პორტუგალიელი მცველი გამოჯანმრთელდა და ვარჯიშშიც სრულფასოვნად მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ჟოზემ მაინც არ გარისკა და 19-კაციან სიაში (3 გოლკიპერი) არ შეიყვანა. მოურინიომ სამი ისეთი ფეხბურთელი არ შეიყვანა სამატჩო განაცხადში, რომელთაც ტრავმები არ აწუხებთ, ესენი არიან: პედრო ლეონი (რომლის აყვანა თითქოს "მანჩესტერ სიტის" სურდა), სერხიო კანალესი და ფერნანდო გაგო.
სხვათა შორის, "რეალიდან" მხოლოდ მაჰამადუ დიარა და დავიდ მატეოსი არ წასულან - სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კლუბმა იჯარით გაუშვა "რეალ კასტილიას" ფეხბურთელები ხავი, რაულ რუისი და ხოსე ზამორა. ისინი შვედურ "ჰალმსტადში" ითამაშებენ. სამაგიეროდ, "რეალის" სარეზერვო გუნდმა "მალაგადან" ივან გონსალესი დაიმატა. 22 წლის ივან გონსალესი "მალაგაში" მისულმა მანუელ პელეგრინიმ აითვალწუნა და ახალი კლუბის მოძებნა ურჩია.
.