მადრიდის "რეალს" ჯონ სტოუნზი სურს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ინგლისური ევერტონიდან" მცველ ჯონ სტოუნზის გადმობირებას ეცდება.

ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, მადრიდელთა ყოფილი მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი 21 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს ჯერ კიდევ ზაფხულში იჩენდა და სტოუნზს მსოფლიოს ერთ-ერთ პერსპექტიულ მცველად მიიჩნევდა.

ბენიტესის გათავისუფლების მიუხედავად, "რეალმა" ინგლისელი ფეხბურთელისადმი ინტერესი მაინც შეინარჩუნა.

როგორც წყარო იტყობინება, "სამეფო გუნდი" სტოუნზში 40 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამან ვარანი უნდა ამოაგდოს ? :D::D:D:D
0

სიახლეები პოპულარული