ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail-ი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, მადრიდელთა ყოფილი მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი 21 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს ჯერ კიდევ ზაფხულში იჩენდა და სტოუნზს მსოფლიოს ერთ-ერთ პერსპექტიულ მცველად მიიჩნევდა.
ბენიტესის გათავისუფლების მიუხედავად, "რეალმა" ინგლისელი ფეხბურთელისადმი ინტერესი მაინც შეინარჩუნა.
როგორც წყარო იტყობინება, "სამეფო გუნდი" სტოუნზში 40 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.