"შაკირა ყველას ეკუთვნის" - "ესპანიოლის" ფანებმა ბანერებით მესი და პიკე შეურაცხყვეს

AutoSharing Option
ესპანეთის თასის მერვედფინალურ შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს ორი კატალონიური გუნდი, "ბარსელონა" და "ესპანიოლი" დაუპირისპირდა, "ესპანიოლის" გულშემატკივრებმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს რამდენიმე შეურაცხმყოფელი ბანერი გამოუფინეს.

კერძოდ, გულშემატკივართა სამიზნეები ლიონელ მესი და ჟერარდ პიკე იყვნენ.

ამ გუნდების პირველ შეხვედრაში, რომელიც "კამპ ნოუზე" გაიმართა, ესპანიოლის მეკარემ, პაუ ლოპესმა მესის ფეხზე დააბიჯა. ერთ-ერთ ბანერზე კი შემდეგი ეწერა: "პაუ, შენი ფეხი ჩვენს გზას ნიშნავს".

მეორე ბანერზე კი, რომლის ადრესატი პიკე გახლდათ, მის ცოლზე შემდეგი ეწერა: "შაკირა ყველას ეკუთვნის".

"ესპანიოლის" გულშემატკივრებმა კიდევ
ერთი ბანერით "ბარსელონას" შეახსენეს, რომ თავის დროზე კლუბი არა კატალონიელებმა, არამედ შვედმა ჟოან გამპერმა დააარსა.

საბოლოოდ, შეხვედრა "ბარსელონას" გამარჯვებით, 2:0 და მეოთხედფინალში მათი გასვლით დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
შვედს არ დაუარსებია, შვეიცარიელმა დააარსა...
ბუბა
15 იანვარი 2016 11:16
0
lado t, არასდროს შეგიგინებია რონალდოზე? :D
Jora
14 იანვარი 2016 17:23
0
როგორც ჩანს, ყველგან არიან ბინძური ადამიანები. პირადს და ოჯახს რატომ ეხები შე დალოცვილო, ფეხბურთია თუ სისხლის აღება?!
lado t
14 იანვარი 2016 16:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული