ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა 2011 წელი ძალიან კარგად დაიწყო. საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ "ბარსელონამ" თითქმის უნაკლოდ იასპარეზა და ყველა თამაში მოიგო ჩემპიონატში, კატალონიელებმა სწორედ იანვარში დაიბევეს მადრიდის "რეალთან" 7-ქულიანი უპირატესობის დიდი ნაწილი - 5 ქულა.
არადა, ტრადიციულად, იანვრის თვე ძალიან მძიმეა ხოლმე "ბარსელონასთვის", თუმცა წლევანდელ პირველ თვეს ეს არ ეხება - პეპის საოცარმა გუნდმა მოიგო ლა ლიგის 5 ტურის მატჩები, გაიარა თასის 2 ეტაპი და სათოფეზე ახლოს მიუახლოვდა ფინალს ("ალმერიასთან" საპასუხო მატჩი უკვე თებერვლისაა). ჩემპიონატში, ბევრს უკვე აღარც კი ახსოვს,
ახალი წლის შემდეგ "ბარსელონამ" ჩემპიონატში 5 მატჩი ითამაშა და ყველა მოიგო. გუნდი არა მარტო ქულებს აგროვებდა, არამედ მეტოქეებს სასტიკად უსწორდებოდა, იმდენად სჯობდა "ბარსა" მათ. ამ ხუთი შეხვედრიდან "ბარსელონას" მხოლოდ "ლევანტე" "გადაურჩა" და დიდი ანგარიშით არ წააგო. აუტსაიდერი "კამპ ნოუდან" სავსებით მისაღები და ალბათ საამაყო ანგარიშით, 1:2 დაბრუნდა ვალენსიაში. იანვრის ყველა საჩემპიონატო მატჩში ჩემპიონმა 16 გოლი გაიტანა, რაც მატჩში საშუალოდ 3 გოლზე მეტია. "ბარსელონამ" სულ ორჯერ გაუშვა და, ბედის ირონიით, ორჯერვე "კამპ ნოუზე".
მაშინ, როცა "ბარსამ" 15 შესაძლებელიდან ამდენივე ქულა მოიპოვა იანვარში, მისმა უშუალო კონკურენტმა "რეალმა" 15-დან მხოლოდ 10 ქულა მიითვალა. შეიძლება, ისე აღმოჩნდეს, რომ ჩემპიონატის ბედი ამ დაკარგულმა ხუთმა ქულამ გადაწყვიტოს. ასე რომ, გვარდიოლას ცნობილი ფრაზა - იანვარში ტიტულს ვერ მოიგებ - შეიძლება, მთლად ზუსტიც ვერ იყოს. "რეალზე" უკეთ წლის პირველი თვე "ვილიარეალმა" განვლო, რომელმაც 15 შესაძლებელიდან 12 ქულა აიღო. ამ ბრწყინვალე თამაშის გამო, ხოსეპ გვარდიოლას გუნდი 7 ქულით უსწრებს ჟოზე მოურინიოს გუნდსა და 13 ქულით წინაა ხუან კარლოს გარიდოს "ელ სუბმარინოზე".
"ბარსამ" იანვარში სულ 9 მატჩი ითამაშა, აქედან 4 "სამეფო თასზე": საპასუხო მერვედფინალური, ორი მეოთხედფინალური და პირველი ნახევარფინალური. ამ მატჩების წყალობით "ბარსელონამ" ფინალამდე გაიკაფა გზა. არადა, მთლად უნაკლოდ (ჩემპიონატისგან განსხვავებით) არ უასპარეზია - "სან მამესზე" ბილბაოს "ატლეტიკს" 1:1 დაუზავდა, ხოლო სეგუნდადივიზიონის "ბეტისთან" სულაც 1:3 წააგო. საოცარია, "ბარსელონას" ერთადერთი მარცხი რანგით დაბალ ლიგაში მოასპარეზე გუნდთან მოდის. მაგრამ, ყველამ კარგად იცის, რომ ის თამაში ანდალუსიაში კატალონიელებმა მას მერე წააგეს, რაც პირველი დიდი ანგარიშით - 5:0 მოიგეს. ჩემპიონატისგან განსხვავებით, თასზე მთავარ რაუნდში დაპირისპირება მოუგო მეტოქეს, აჯობო ორი მატჩის ჯამში. აქ კი "ბარსა" საკუთარ გულშემატკივართან პირნათელია.
იანვრის თვეში "ბარსელონას" ბომბარდირი ლეო მესია, არგენტინელმა 10 გოლი გაიტანა. ეს თვე ძალიან წარმატებული გამოდგა მისთვის - 10 იანვარს მესიმ კარიერაში მეორედ მიიღო წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის "ოქროს ბურთი".
ბარსელონა იანვარში (ყველა მატჩი)
ჩემპიონატი: ბარსელონა-ლევანტე 2:1, დეპორტივო-ბარსელონა 0:4, ბარსელონა-მალაგა 4:1, ბარსელონა-რასინგი 3:0, ერკულესი-ბარსელონა 0:3. თასი: ბილბაო-ბარსელონა 1:1, ბარსელონა-ბეტისი 5:0, ბეტისი-ბარსელონა 3:1, ბარსელონა-ალმერია 5:0.
ბარსელონა იანვარში (ყველა გოლი)
28 გოლი: ლეო მესი - 10, პედრო როდრიგესი - 8, დავიდ ვილია - 4, ანდრეს ინიესტა - 3, სეიდუ კეიტა - 2, ერიკ აბიდალი - 1.
.