ბარსელონაც ეძებს ტალანტებს

AutoSharing Option

ბარსელონური "სპორტი" წერს, რომ ესპანეთის ჩემპიონმა თვალი 18 წლის ბრაზილიელ ტალანტ არტურ მაიას დაადგა, რომელიც "ვიტორიაში" თამაშობს. "ბარსელონას" სკაუტებმა ბიჭი გერმანიაში, 20-წლამდელთა ტურნირზე შეამჩნიეს, მათ ძალიან მოეწონათ ცაცია გამთამაშებელი, მაგრამ "ბარსელონა" ერთადერთი კლუბი არ არის, რომელიც სერიოზულადაა დაინტერესებული მაიას შეძენით, არანაკლებ მოწადინებულია "მანჩესტერ სიტიც".

სამშობლოში მაიას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, სისწრაფის, ტექნიკისა და მოედნის კარგი ხედვის გამო. გერმანიაში ახალგაზრდულ ტურნირზე თინეიჯერმა სწორედ "ბლაუგრანას" 20-წლამდელთა გუნდის კარში გაიტანა გოლი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ბრაზილიელი ტალანტის ახლანდელი ფასი 3,5 მილიონი ევროა.

სხვათა შორის, თავად

არტურ მაია ევროპაში გადასვლას არ ესწრაფის: "კლუბში თავს კარგად ვგრძნობ და აქ თამაში ძალიან მზრდის, როგორც ფეხბურთელს. ევროპაში გადასვლას კი ყოველთვის მოვასწრებ", - აცხადებს ფეხბურთელი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული