”ბარსელონასთან” ფინალი ფეხბურთის მორიგი ზეიმი იქნება

AutoSharing Option
ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში "სევილიას" 2:0 დამარცხების შემდეგ ჟოზე მოურინიომ გადატვირთული კალენდრის მიუხედავად თავისი შეგირდების თამაშის მაღალი ხარისხი აღნიშნა. ტურნირის ფინალში "რეალი" "ბარსელონას" შეხვდება, რომელმაც "ალმერია" დამაჯერებლად დაამარცხა.

"კიდევ ერთი შეხვედრა "ბარსელონასთან", ეს ფეხბურთის მორიგი ზეიმი იქნება. ფინალი ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს. არ დავმალავ, რომ იანვრის განმავლობაში გარკვეულ პრობლემებს წავაწყდით, მაგრამ ახლა ისინი უკან დარჩა. ახლა სხვა ტურნირებზე უნდა გადავერთოთ, ფინალი მხოლოდ 20 აპრილს შედგება და ამ დრომდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს", - განაცხადა მოურინიომ.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კი,ზეიმი იქნება,ოღონდ კატალონიაში...
barca
11:55 07-02-2011
0

სიახლეები პოპულარული