ოლივერ ტორესი მადრიდის "ატლეტიკოში" რჩება

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ესპანელი ნახევარმცველი ოლივერ ტორესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდს არ გამოიცვლის.

ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის შეძენა დორტმუნდის "ბორუსიას", "ბენფიკას" და "პორტოს" სურდათ, სადაც ტორესმა წინა სეზონი იჯარის წესით გაატარა.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელმა სამივე გუნდს უარი განუცხადა, რადგან სჯერა, რომ "ატლეტიკოში" ადგილის დამკვიდრებას შეძლებს.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 21 წლის ესპანელმა 13 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 2 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 6 შეხვედრაში მის ანგარიშზე 1 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული