"ბარსელონამ" ლა ლიგის მეორეადგილოსანთან სხვაობა 6 ქულამდე გაზარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 თებერვალს ლა ლიგის გამოტოვებული მატჩი გაიმართა.

"ხიხონმა" "ბარსელონას" უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. შეხვედრაში დუბლი ლიონელ მესიმ გაიფორმა. ასევე დუბლის შესრულება შეეძლო ლუის სუარესაც, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა და მხოლოდ ერთ გოლს დასჯერდა.

"ხიხონის" მხრიდან გატანილი გოლის ავტორი კარლოს კასტრო გახდა.

ამ გამარჯვების შემდეგ "ბარსელონას" 60 ქულა დაუგროვდა და მეორეადგილოსან მადრიდის "ატლეტიკოს" 6 ქულით უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული