ტურის ცენტრალური მატჩის წინ "ბარსელონა" "ალმერიას" მისსავე
"ჩვენ მალევე უნდა გამოვიდეთ ფილანში გასვლის ეიფორიიდან, შაბათამდე დასვენება მოვასწროთ, რადგან მეტოქე ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავს. საერთოდაც, ეს თვე გუნდისთვის ყველაზე დაძაბულია, ძალიან ბევრი და მძიმე მატჩი გველის", - განაცხადა "ბარსელონას" თავკაცმა.
ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა, რომელიც "ვისენტე კალდერონზე" კატალონიელებმა 2:1 მოიგეს, თუ არ გახსოვთ, ახლავე შეგახსენებთ. ეს ის მატჩია, რომელშიც ჩეხმა ტომაშ უიფალუშიმ გამორჩეულად იუხეშა ლეო მესის წინააღმდეგ. მესის უბრალოდ ძალიან გაუმართლდა, რომ მხოლოდ 2 კვირა გამოტოვა ტრავმის გამო. თუკი "ბარსელონა" მოიგებს, ჩემპიონი ერთი დღით მაინც დაწინაურდება "რეალთან" დოღში ორნიშნა ციფრით - 10 ქულით.
"ატლეტიკოზე" ბევრი ლაპარაკობს, რომ გუნდი შემადგენლობით ოთხეულის წევრია, მაგრამ თავის პოტენციალის ნახევარსაც ვერ ავლენს. არადა, "ლოს კოლჩონეროსი" 30 ქულით მხოლოდ მეშვიდეა და იმ მე-4 ადგილს, რომელიც ლიგის საგზურს იძლევა, 11 ქულით ჩამორჩება. ბოლო დროს, კიკე სანჩეს ფლორესი ცხელ ამბებშია, "ატლეტიკომ" ამ სეზონში პირველად წააგო ზედიზედ ორი მატჩი - ჯერ "სპორტინგთან", შემდეგ კი - "ბილბაოსთან". თუ გახსოვთ, სეზონის წინ სპეციალისტთა ნაწილი იმასაც ვარაუდობდა, რომ გაძლიერებული "ატლეტიკო" ტიტულისთვის ბრძოლაშიც კი ჩაერთვებოდა. დროის გასვლის შემდეგ, რამხელა მკრეხელობად მოსჩანს ეს მოსაზრება...
"ჩვენ მესამე ან მეოთხე ადგილზე უნდა ვიყოთ, მაგრამ სეზონი ცოტა სხვანაირად წარიმართა. თუმცა ოპტიმისტები ვართ და, გვჯერა, რომ შევძლებთ ამ სეზონის ბოლოს გახარებას. ჩემი ფეხბურთელების იმედი მაქვს", - აცხადებს კიკე ფლორესი.
"ატლეტიკოს" დიდი იმედები არ უნდა ჰქონდეს, მადრიდში ხომ დამარცხდნენ, ბოლო ორი ვიზიტი "კამპ ნოუზე" სრული კრახით დაუსრულდათ, ჯამში 11 გოლი გაუშვეს.
"ბარსელონას" ლაზარეთი ერთი კაცით შემსუბუქდა - ანდრეს ინიესტამ მოირჩინა ტრავმა და უკვე სამი დღეა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და "ატლეტიკოსთან" ითამაშებს კიდეც. კარლეს პუიოლი და ჟეფრენ სუარესი კი კვლავ ტრავმირებულნი არიან. მადრიდელთა ბანაკში ძალზე საეჭვოა მარიო სუარესის თამაში "კამპ ნოუზე", სამაგიეროდ გამოჯანმრთელდა და მოედანს უბრუნდება რაულ გარსია. ლუის პერეამ წინა ტურში წითელი ბარათი მიიღო და ის დისკვალიფიცირებულია.
თასის მეორე ფინალისტი "რეალი" ბასკურ "რეალ სოსიედადს" მასპინძლობს. ბასკები "სანტიაგო ბერნაბეუზე" უშიშრად მიემგზავრებიან. აკი, დაიმუქრა კიდევაც მათმა ლიდერმა ჩაბი პრიეტომ, ძალიან ხელსაყრელ დროს ვეთამაშებით "რეალს" და მაგრადაც შევაშინებთო.
"სამეფო კლუბს" პეპე, დუდეკი და იგუაინი აკლიათ, საეჭვოა მარსელოს თამაშიც. სერხიო რამოსი კი დასჯილია, ამიტომ დასვენება მოუწევს. სტუმრებს ვეტერანი ფორვარდი ხოსება ლორენტე კიდევ დიდ ხანს არ ეყოლებათ. სტუმრებს ამ თამაშში დისკვალიფიკაციამოხდილი მიკელ გონსალესი უბრუნდებათ.
დღეს
ალმერია-ესპანიოლი 21:00
დისკვალიფიკაცია: ბადიასი - დუშერი
ტრავმა: ნიეტო, ორტისი, აკასიეტე (?), ხუანიტო - ბაენა, პენია, მატიონი, ოსვალდო
ბილბაო-სპორტინგი 21:00
დისკვალიფიკაცია: ხ. მარტინესი (ბილ)
ტრავმა: გომესი, რამალიო, უსტარიცი, ამორებიეტა - ბოტია (?), მარკოსი, ტორესი
ხეტაფე-დეპორტივო 21:00
დისკვალიფიკაცია: დელ მორალი, პარეხო (ხეტ)
ტრავმა: არისმენდი, მარიო - რიკი (?), საული, ურეტა, ლოპო, გუარდადო
ოსასუნა-მალიორკა 21:00
დისკვალიფიკაცია: დამია - ვებო, ჟ. ვიქტორი, ნუნიეში
ტრავმა: მონრეალი, რუპერი, ნეკუნამი, მასუდი, რობერტო, სეხუდო - ვიქტორი, ტუნი, პინა
სარაგოსა-რასინგი 21:00
დისკვალიფიკაცია: როზენბერგი, ლასენი (რას)
ტრავმა: ედმილსონი (?), უჩე, ობრადოვიჩი, ლაგუარდია - პინილიოსი (?), კოლტორტი, დიოპი, ციოლისი, სერანო
ვილიარეალი-ლევანტე 23:00
დისკვალიფიკაცია: ფ. კაისედო (ლევ)
ტრავმა: სენა, ხ. კარლოსი, ა. ლოპესი, ნილმარი - სერხიო, პერესი, გონსალესი
ბარსელონა-ატლეტიკო 01:00
დისკვალიფიკაცია: პერეა (ატლ)
ტრავმა: პუიოლი, კრკიჩი, ჟეფრენი - პულიდო, სუარესი
ხვალ
სევილია-მალაგა 20:00
დისკვალიფიკაცია: დაბო - აპონიო, ველიგტონი
ტრავმა: კონე, ხ. ნავასი, რომარიკი, დრაგუტინოვიჩი, გუარენტე - რამოსი, რუბენი, ედინიო, ლოპესი, ლუკე
რეალი-რეალ სოსიედადი 22:00
დისკვალიფიკაცია: ს. რამოსი (რეალ)
ტრავმა: მარსელო, იგუაინი, პეპე, დუდეკი - ხ. ლორენტე, იფრანი, ი. მარტინესი (?)
ვალენსია-ერკულესი 00:00
დისკვალიფიკაცია: ტ. კოსტა, დ. ნავარო - ფარინოსი
ტრავმა: ალბელდა, სესარი, მოია, ვისენტე, მატა - ტომერი, დრენტე, პამარო, კრუსი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 21 19 1 1 67-11 58
2. რეალი 21 16 3 2 48-18 51
3. ვილიარეალი 21 14 3 4 41-21 45
4. ვალენსია 21 12 5 4 34-24 41
5. ესპანიოლი 21 12 1 8 28-27 37
6. ბილბაო 21 11 2 8 34-31 35
7. ატლეტიკო 21 9 3 9 31-26 30
8. სევილია 21 9 3 9 33-35 30
9. სოსიედადი 21 9 1 11 32-33 28
10. ხეტაფე 21 8 3 10 29-34 27
11. მალიორკა 21 8 3 10 23-29 27
12. სპორტინგი 21 5 7 9 22-27 22
13. ერკულესი 21 6 4 11 22-34 22
14. დეპორტივო 21 5 7 9 18-30 22
15. სარაგოსა 21 5 7 9 20-33 22
16. ოსასუნა 21 5 6 10 20-28 21
17. რასინგი 21 5 6 10 16-30 21
18. ლევანტე 21 5 3 13 22-34 18
19. ალმერია 21 3 8 10 20-36 17
20. მალაგა 21 5 2 14 28-47 17
ბომბარდირები: 22 - რონალდო (რეალი); 21 - მესი (ბარსელონა); 14 - ვილია (ბარსელონა); 12 - ფ. ლორენტე (ბილბაო), პედრო (ბარსელონა); 11 - როსი (ვილიარეალი); 10 - ნილმარი (ვილიარეალი); 9 - ტრეზეგე (ერკულესი).
.