მესი - ამ საუკუნის დი სტეფანო

AutoSharing Option
თქმა რად უნდა - ლეო მესი ფენომენალური ფეხბურთელია, მაგრამ "ბარსელონას" არგენტინელ ვარსკვლავს გოლის გატანის ყველაზე ცნობილი ხერხი ასეთი აქვს: მიიღებს ბურთს სადღაც მარჯვენა ინსაიდის ადგილზე, ბურთთან ერთად დაიძრება, თან გაიყოლებს ერთ, ორ ან სამ მცველს, შეიწევა მარცხნივ ცენტრისკენ და როგორც კი, ბურთი მისი ცაციისთვის ხელსაყრელ დასარტყმელ პოზიციას უწევს, კარში ურტყამს, აქაც ორი ვარიანტია: ლეო ან მეკარის მარჯვენა მაღალ კუთხეს ირჩევს, ან მარცხენა დაბალს.

ახლა რაში დაგვჭირდა ამდენი წინათქმა - შაბათს მესიმ ჰეთთრიკი შეასრულა და, თუ ბოლო ორი კომბინაციის მარტივი დასრულება
გახლდათ, პირველი და გადამწყვეტი "ატლეტიკოს" კარში მან სწორედ ზემოთ აღწერილი "ინსტრუქციით" გაიტანა. სალაპარაკო და საკვირველიც მხოლოდ ეს არის - რით ვეღარ "გაშიფრეს" არგენტინელი მეტოქეებმა!

ამ, ტურის მატჩის შემდეგ ლეო მესის თამაშმა ათქმევინა "ატლეტიკოს" თავკაც კიკე სანჩეს ფლორესს ფრთიანი ფრაზა, მესი ამ საუკუნის დი სტეფანოაო: "მესი საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის ვისი თამაში მე მინახავს, ის ამ საუკუნის დი სტეფანოა. დღეს ჩვენ ვნახეთ უნივერსალური ბარსელონა, გუნდი ნომერი პირველი მსოფლიოში. მას შეუძლიათ მეტოქეს ჰიპნოზი გაუკეთოს."

"ბარსამ" ითამაშოს და რეკორდი არ დაემხოს? "ატლეტიკოს" ძლევით კატალონიურმა გრანდმა "რეალის" ძველისძველი, 1960/61 წლების სეზონის რეკორდი დაამხო, როცა "სამეფო კლუბმა" ჩემპიონატში ზედიზედ 15 მატჩი მოიგო, "ბარსამ" კი შაბათს მე-16 მოიგო. ალფრედო დი სტეფანოც ამიტომ გაახსენდა კიკე ფლორესს.

"სულ არ ვესწრაფვი ბომბარდირობას, თუ გამოვა ხომ კარგი... ჩემთვის მთავარია გუნდის თამაში და მიხარია, რომ ყველაფერი იდეალურადაა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამდენი ხნის რეკორდი დავამხეთ, ეს ძალიან ძნელი გასაკეთებელი იყო", - განაცხადა მატჩის 23 წლის გმირმა, რომლის ანგარიშზეც უკვე 24 გოლია პრიმერაში.

ქებათაქება პრიმერას აუტსაიდერებს! ნებისმიერ სხვა ჩემპიონატში "ალმერიას", "ლევანტეს", "მალაგას" თუ "სარაგოსას", არა გვგონია, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწიოთ ბრძოლა. ამ გუნდებს თავიანთი სახე, თამაშის მანერა აქვთ, ჰყავთ ძალიან კარგი ფეხბურთელები, მათ შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში შემოგვთავაზონ სიურპრიზები, ცხრილის ფსკერზე კი იმიტომ არიან, რომ სტაბილურობა აკლიათ, პლუს ამას, პრიმერაში კონკურენცია დიდია და იქ კიდევ უფრო კარგი გუნდები თამაშობენ.

ერთ-ერთმა აუტსაიდერმა, ტურამდე ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა "ლევანტემ" ვალენსიის მხარის დერბიში "ვილიარეალი" თავისსავე მოედანზე 1:0 დაამარცხა. აქამდე "ელ სუბმარინოს" "ელ მადრიგალზე" წაგება არ ჰქონდა და, ვინ წარმოიდგენდა, რომ სეზონში პირველად მას "ლევანტე" დაამარცხებდა. ლუის გარსიას გუნდმა ძალიან მწყობრად ითამაშა დაცვაში, სადაც ხუთი მცველით გამოვიდა მოედანზე, რითაც გაუძნელა მოქმედება ყვითლების ფორვარდებს, ჯუზეპე როსისა და ახლახან გამოჯანმრთელებულ ნილმარს. ამავდროულად, "ლევანტე" დაცვიდან შეტევებში წამებში გადადიოდა და ხშირად პრობლემებს უქმნიდა მასპინძელთა დაცვას. თამაშის ბედი მეორე ტაიმის დასაწყისში ვალდო ლოპესის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, 29 წლის ნახევარმცველმა მეკარე დიეგო ლოპესს დუელი მოუგო.

გაგიკვირდებათ და, პირველ ტაიმში "ლევანტეს" სამჯერ მართებდა გატანა, მაგრამ თავიანთი შანსები კრისტიან სტუანიმ, ხუანფრანმა და სისკო მუნიოსმა ვერ გამოიყენეს. ტაიმის მიწურულს "ვილიარეალი" გამოფხიზლდა და როსის დარტყმულს გოლამდე სულ ცოტა დააკლდა, გუსტავო მუნუამ იყოჩაღა. მეორე ტაიმის დასაწყისში ვალდოს მიერ გატანილ გოლზე უკვე დავწერეთ, დავამატებთ, რომ კაბო-ვერდეელმა მუნიოსის კარგი პასით იხეირა. ამის შემდეგ "ვილიარეალი" მწვავედ უტევდა, მაგრამ საგოლე მომენტებამდე საქმე არადა არ მივიდა, მაშინ როცა "ლევანტეს" ორჯერ სრულიად სამართლიანად შეეძლო თერთმეტმეტრიანის მოთხოვნა. მარცხის მიუხედავად, "ელ სუბმარინო" მესამე ადგილზე დარჩა, თუმცა გრანდების ლიდერობა სხვა კლუბებზე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.

შევაქოთ "ალმერიაც", რომელმაც ლიდერთა ჯგუფში მყოფ "ესპანიოლს" ხუთ-გოლიან თრილერში მოუგო - 3:2. ესპანეთის თასზე გმირულად, მაგრამ ამაოდ დამაშვრალმა ანდალუსიურმა კლუბმა ნამდვილი შტურმი მოაწყო ქალაქ ბარსელონას მეორე წარმომადგენელზე და პირველის ჯავრიც მასზე იყარა - უკვე 20 წუთში "ალმერია" მარსელო სილვას, კალუ უჩესა და ერნან ბერნარდელოს გოლების წყალობით 3:0-ს იგებდა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა მაინც ბოლომდე იბრძოლა და კინაღამ შეძლო ქულის გადარჩენა. მაგრამ ფეხბურთში, ისევე როგორც არსად, კინაღამ არ ითვლება - "ალმერიამ" სეზონში სულ რაღაც მე-4 გამარჯვება იზეიმა.

კონკურენტთა არასტაბილური თამაშით შესანიშნავად სარგებლობს ბილბაოს "ატლეტიკი" - ბასკურ-ასტურიულ დაპირისპირებაში მასპინძლებმა 3:0 დაამარცხეს "სპორტინგი". "ბილბაოს" საქმე მე-16 წუთზე გაუიოლდა, როცა მსაჯმა სტუმართა ფრანგი მცველი გრეგორი არნოლინი გააძევა და მათ კარში პენალტი დანიშნა. გრეგორიმ მატჩის დასაწყისშივე მოასწრო ორი ყვითელი ბარათის მიღება, ჯერ ხელით ითამაშა, შემდეგ კი საჯარიმოში ფერნანდო ლორენტე მოცელა. დავიდ ლოპესმა პენალტი გაიტანა, მალე კი გაისკა ტოკერომ მატჩის გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ გამოავლინა. მეორე ტაიმში თავი ბასკთა ბომბარდირმა ლორენტემაც გამოიჩინა.

სხვა თამაშებიდან აღვნიშნავთ მიჩელის გუნდის დროულ გამოფხიზლებას - "ხეტაფემ" 4:1 გაანადგურა "დეპორტივო". ამ თამაშში დუბლი შეასრულა 26 წლის ადრიან კოლუნგამ. ახლახან უცხოელ ინვესტორთა ხელში გადასულებმა, "სარაგოსამ" და "რასინგმა" ფრე ითამაშეს - 1:1, ისევე როგორც "ოსასუნამ" და "მალიორკამ".

''გუშინ უგოლოდ დასრულებული ანდალუსიური დერბის შემდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალის" შესრულებით ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ვიხილეთ ამ სეზონში'', - ასე პასუხობს კრიტიკოსებს ჟოზე მოურინიო, რომელმაც სასტარტო შემადგენლობაში ემანუელ ადებაიორი დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ "რეალ სოსიედადი" გმირულად იცავდა თავს და ხანდახან სახიფათოდაც უტევდა, "რეალმა" დიდი ანგარიშით მოიგო - 4:1. ბასკთა რბევა ჯერ კაკამ დაიწყო, შემდეგ კრიშტიანო რონალდომ გააგრძელა დუბლით, ბოლოს კი სწორედ ადებაიორმა დაასრულა. მესამე და მეოთხე გოლებს შორის იყო ალვარო არბელოას გოლი... საკუთარ კარში. პორტუგალიელი არ ჩამორჩა არგენტინელს და ლეო მესის 24 გოლით გაუტოლდა. მოკლედ, "რეალი" ინარჩუნებს 7-ქულიან ჩამორჩენას, ვინ იცის, იქნებ სეზონის ბოლოს დაუფასდეს კიდეც.

მომდევნო ტური
12 თებერვალი: ატლეტიკო-ვალენსია, სპორტინგი-ბარსელონა, რასინგი-სევილია; 13 თებერვალი: ერკულესი-სარაგოსა, ლევანტე-ალმერია, მალაგა-ხეტაფე, რეალ სოსიედადი-ოსასუნა, დეპორტივო-ვილიარეალი, ესპანიოლი-რეალი; 14 თებერვალი: მალიორკა-ბილბაო.


ესპანეთი. ლა ლიგა. XXII ტური

ალმერია-ესპანიოლი 3:2
ალმერია (4-2-3-1): დ. ალვეში - მასედო, მ. სილვა, აკასიეტე, იაკობსენი - მ'ბამი, ბერნარდელო - პიატი, უჩე (56. ვარგასი), კრუსატი (82. ფეგული) - ულოა (89. გოიტომი).
ესპანიოლი (4-2-3-1): კამენი - ჩიკა, ამატი, გალანი, დ. გარსია - ფორლინი (42. ალვარო), ხ. მარკესი - ლ. გარსია (58. დატოლო), ვერდიუ, კალეხონი (79. ი. ალონსო) - ს. გარსია.
გოლები: 1:0 მ. სილვა (5), 2:0 უჩე (6), 3:0 ბერნარდელო (18), 3:1 ვერდიუ (33), 3:2 ალვარო (48)
გაფრთხილება: კრუსატი, მ'ბამი, ვარგასი, მასედო, დ. ალვეში - გალანი, ფორლინი, ვერდიუ
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 24-16; თამაშგარე: 8-1; კარში დარტყმა: 11-17 (5-5); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 12 000

ბილბაო-სპორტინგი 3:0
ბილბაო (4-4-2): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ეკიზა, კოიკილი - დ. ლოპესი, ორბაისი, გურპეგი (80. იტურასპე), მუნიაინი (75. ვერა) - ფ. ლორენტე, ტოკერო (65. სუსაეტა).
სპორტინგი (4-1-4-1): კუელიარი - ლორა, ი. ერნანდესი, გრეგორი, კანელია - ეგურენი (47. ანდრე კაშტრო) - დე ლას კუევასი (29. ბოტია), კასესი, რივერა, დ. კასტრო - ბარალი (47. ბილიჩი).
გოლები: 1:0 დ. ლოპესი (15-პენ), 2:0 ტოკერო (26), 3:0 ფ. ლორენტე (73)
გაფრთხილება: სან ხოსე, კოიკილი, გურპეგი, იტურასპე - გრეგორი, ლორა, ბარალი
გაძევება: გრეგორი (16)
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 13-6 (6-1); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 33 000

ხეტაფე-დეპორტივო 4:1
ხეტაფე (4-4-2): უსტარი - მ. ტორესი (17. ვ. სანჩესი), დიასი, მარკანო, მანე - პ. რიოსი, ბოატენგი (62. ბორხა), კასკერო, გავილანი - მიკუ, კოლუნგა (68. პინტოსი).
დეპორტივო (5-4-1): არანსუბია - ლაურე, კოლოტო, აიტამი, ზე კასტრო, მ. პაბლო - მიჩელი (46. რიკი), ხ. დომინგესი, პერესი, ადრიანი (65. სისკო) - ლასადი (60. ვალერონი).
გოლები: 1:0 კოლუნგა (19), 2:0 კოლუნგა (26), 3:0 მიკუ (44), 4:0 პ. რიოსი (56), 4:1 რიკი (68-პენ)
გაფრთხილება: კასკერო, პ. რიოსი, ვ. სანჩესი, ბორხა, მარკანო - აიტამი, პერესი, კოლოტო, ლაურე
კუთხური: 9-9; ჯარიმა: 10-8; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 19-19 (10-8); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 11 000

სარაგოსა-რასინგი 1:1
სარაგოსა (4-1-4-1): ლ. ფრანკო - დიოგო, იაროშიკი, კონტინი, პარედესი - პონსიო - ბუტაჰარი (67. ლაფიტა), ანდერი, გაბი, ბერტოლო (58. სინამა-პონგოლე) - ბრაულიო (75. ხ. ლოპესი).
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - პინილიოსი, ენრიკე, ტორეხონი, კრისტიანი - კოლსა, ლასენი - კენედი (64. ჯ. დოს სანტოსი), მუნიტისი (85. სისმა), ადრიანი (75. არანა) - ნაუელპანი.
გოლები: 0:1 კრისტიანი (13), 1:1 ბუტაჰარი (39)
გაფრთხილება: ბუტაჰარი, პარედესი, ანდერი, კონტინი - ენრიკე, პინილიოსი, კრისტიანი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 20-22; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 19-13 (5-4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 24 000

ოსასუნა-მალიორკა 1:1
ოსასუნა (4-4-2): რიკარდო - ნელსონი, სერხიო, ფლანიო, მონრეალი - კორომინასი (60. კალეხა), პუნიალი, სორიანო (60. ვადოცი), კამუნიასი - პანდიანი, არანდა (83. ლეკიჩი).
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - სენდროსი, რუბენი, რამისი, კევინი - ტეხერა (67. აკი), მარტი - პერეირა, დე გუზმანი, გ. კასტრო (73. სერხი) - ნსუე.
გოლები: 1:0 ფლანიო (8), 1:1 გ. კასტრო (37)
გაფრთხილება: მონრეალი - მარტი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 16-8 (5-4); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 15 500

ვილიარეალი-ლევანტე 0:1
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - მარიო, გონსალო, მარჩენა (63. სისინიო), კაპდევილა (75. მატილია) - კანი (75. ნილსენი), ბრუნო, ბ. ვალერო, კასორლა - ნილმარი, როსი.
ლევანტე (5-4-1): მუნუა - ხ. ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, დელ ორნო, ხუანფრანი - ვალდო (90. ნადალი), პალიარდო, ხ. ტორესი, ს. მუნიოსი (78. რაფა) - სტუანი (80. ხუანლუ).
გოლი: 0:1 ვალდო (47)
გაფრთხილება: მარჩენა, გონსალო - სტუანი, ბალესტეროსი, ხ. ვენტა, ს. მუნიოსი, პალიარდო, ხუანფრანი, ნანო
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 2-8; კარში დარტყმა: 14-11 (4-4); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 16 000

ბარსელონა-ატლეტიკო 3:0
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, აბიდალი, მაქსველი - ჩავი (83. აფელაი), ბუსკეტსი, ინიესტა (79. კეიტა) - პედრო (84. კრკიჩი), მესი, ვილია.
ატლეტიკო (4-2-3-1): დე ხეა - ვალერა, უიფალუში, გოდინი, ა. ლოპესი - ტიაგო, ასუნსაო (56. კოკე) - რეიესი, ფ. მერიდა (46. ფორლანი), ფ. ლუიში (75. ელიასი) - აგუერო.
გოლები: 1:0 მესი (17), 2:0 მესი (28), 3:0 მესი (79)
გაფრთხილება: დ. ალვეში, მესი - უიფალუში, ტიაგო, ვალერა
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 15-9 (8-4); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 88 800

სევილია-მალაგა 0:0
სევილია (4-2-3-1): პალოპი - ს. სანჩესი, ალექსისი, ფასიო, ფ. ნავარო - რომარიკი (46. კანუტე), ზოკორა - ხ. ნავასი, რაკიტიჩი, პეროტი - ლ. ფაბიანო (75. ნეგრედო).
მალაგა (4-2-3-1): ასენხო (7. არნაუ) - გასპარი, დემიკელისი, ველიგტონი, ელიზეუ - კამაჩო, რესიო - ფერნანდო, ბაპტიშტა, მარესკა (70. ს. სილვა) - რონდონი (76. ს. ფერნანდესი).
გოლები: 0:0
გაფრთხილება: ზოკორა, ს. სანჩესი, რომარიკი, ფ. ნავარო - გასპარი, ს. სილვა, არნაუ, ელიზეუ
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 9-6 (2-1); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 40 000

რეალი-რეალ სოსიედადი 4:1
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, რ. კარვალიო (69. ალბიოლი), გარაი, მარსელო - ლ. დიარა, ჩ. ალონსო - კაკა (59. დი მარია), იოზილი (82. კანალესი), რონალდო - ადებაიორი.
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, ანსოტეგი, ლაბაკა, მ. გონსალესი - რივასი (63. ბერგარა), ელუსტონდო - ჩ. პრიეტო, ზურუტუზა, გრიზმანი (64. სარპონგი) - ტამუდო (83. აგირეჩე).
გოლები: 1:0 კაკა (7), 2:0 რონალდო (20), 3:0 რონალდო (42), 3:1 არბელოა (71 ს.კ.), 4:1 ადებაიორი (88)
გაფრთხილება: ჩ. ალონსო, ალბიოლი - ჩ. პრიეტო, რივასი, ესტრადა
კუთხური: 11-3; ჯარიმა: 7-10; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 30-14 (8-4); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 70 000

ვალენსია-ერკულესი 2:0
ვალენსია (4-4-2): გუაიტა - ბრუნო, დ. ნავარო, სტანკევიჩიუსი, მატიო - ბანეგა, თოფალი, დომინგესი, ტ. კოსტა - სოლდადო, ადურისი.
ერკულესი (4-4-1-1): კალატაიუდი - კორტესი, ხუანრა, როდრიგესი, პენია - კიკო, ფრიტცლერი, აგილარი, ტომერი - ტოტე - ვალდესი.
გოლები: 1:0 ადურისი (43)


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 22 20 1 1 70-11 61
2. რეალი 22 17 3 2 52-19 54
3. ვილიარეალი 22 14 3 5 41-22 45
4. ვალენსია 21 12 5 4 34-24 41
5. ბილბაო 22 12 2 8 37-31 38
6. ესპანიოლი 22 12 1 9 30-30 37
7. სევილია 22 9 4 9 33-35 31
8. ატლეტიკო 22 9 3 10 31-29 30
9. ხეტაფე 22 9 3 10 33-35 30
10. მალიორკა 22 8 4 10 24-30 28
11. სოსიედადი 22 9 1 12 33-37 28
12. სარაგოსა 22 5 8 9 21-34 23
13. რასინგი 22 5 7 10 17-31 22
14. ოსასუნა 22 5 7 10 21-29 22
15. სპორტინგი 22 5 7 10 22-30 22
16. დეპორტივო 22 5 7 10 19-34 22
17. ერკულესი 21 6 4 11 22-34 22
18. ლევანტე 22 6 3 13 23-34 21
19. ალმერია 22 4 8 10 23-38 20
20. მალაგა 22 5 3 14 28-47 18

ბომბარდირები: 24 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 14 - დავიდ ვილია (ბარსელონა); 13 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 12 - ჯუზეპე როსი (ვილიარეალი); 10 - ნილმარი (ვილიარეალი).


სეგუნდადივიზიონი. XXIII ტური

ხერესი-ბარსელონა 1:0
გოლი: 0:1 ხოსე მარი (24)

ვალიადოლიდი-გრანადა 2:3
გოლები: 1:0 ალემანი (13), 1:1 იგალო (33), 1:2 მედინა (42), 2:2 ოსკარი (58), 2:3 აბელი (80)

ელჩე-კარტახენა 1:2
გოლები: 0:1 ვიქტორი (36), 1:1 მიგელ ანხელი (43), 1:2 ვიქტორი (80)

ალბასეტე-ვილიარეალი 0:2
გოლები: 0:1 ფალკე (49), 0:2 აირამი (85)

ლას პალმასი-უესკა 1:1
გოლები: 1:0 გერერო (45), 1:1 სევილია (75)

ხირონა-ხიმნასტიკი 2:1
გოლები: 0:1 მაირატა (11), 1:1 პერაგონი (17), 2:1 ხანდრო (86)
გაძევება: მაირატა (72. ხიმნასტიკი)

რაიო ვალეკანო-კორდობა 4:2
გოლები: 1:0 კოკე (10), 1:1 შარლესი (28), 1:2 შარლესი (30), 2:2 პიტი (49), 3:2 არმენტეროსი (62), 4:2 დელიბაშიჩი (83)

სალამანკა-ტენერიფე 1:2
გოლები: 1:0 მორატონი (25), 1:1 სისილია (30), 1:2 სისილია (65)
გაძევება: კიტოკო (79. ტენერიფე)

ბეტისი-უელვა 0:1
გოლი: 0:1 მარტინი (59)

პონფერადინა-ალკორკონი 1:2
გოლები: 0:1 ნაგორე (13), 0:2 ნაგორე (23), 1:2 საისარი (54)
გაძევება: სანსი (85. ალკორკონი)

სელტა-ნუმანსია დღეს

თ მ ფ წ ბ ქ
1. რაიო ვალეკანო 23 15 4 4 42-23 49
2. ბეტისი 23 14 4 5 46-22 46
3. სელტა 22 12 8 2 41-20 44
4. ხერესი 23 11 5 7 34-29 38
5. გრანადა 23 10 7 6 42-27 37
6. ვილიარეალი 23 11 4 8 29-31 37
7. კარტახენა 23 10 5 8 33-32 35
8. ბარსელონა 23 8 8 7 34-34 32
9. ნუმანსია 22 9 3 10 32-29 30
10. ხირონა 23 7 9 7 33-31 30
11. ალკორკონი 23 9 3 11 27-32 30
12. ელჩე 23 6 11 6 19-21 29
13. უესკა 23 6 11 6 17-21 29
14. კორდობა 23 6 10 7 31-32 28
15. ვალიადოლიდი 23 7 5 11 30-33 26
16. უელვა 23 5 11 7 21-23 26
17. ლას პალმასი 23 5 10 8 31-41 25
18. სალამანკა 23 7 3 13 26-34 24
19. ალბასეტე 23 5 8 10 17-25 23
20. ხიმნასტიკი 23 4 9 10 16-25 21
21. ტენერიფე 23 4 9 10 23-37 21
22. პონფერადინა 23 3 9 11 18-40 18

ბომბარდირები: 16 - ა. გეიხო (გრანადა); 14 - არმენტეროსი (რაიო ვალეკანო), რ. კასტრო (ბეტისი); 13 - ქუინი (ალკორკონი); 12 - ხ. გუერა (ვალიადოლიდი).







.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქართულად წერეთ რა, რა უბედურებაა ინსაიდი?
gigi
11:58 07-02-2011
0
ქართულად წერეთ რა, რა უბედურებაა ინსაიდი?
gigi
11:57 07-02-2011
0

სიახლეები პოპულარული