ლა ლიგა. XXVII ტური: "ბარსელონას" ახალი რეკორდი [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგის 27-ე ტური წუხელ მადრიდში დასრულდა, ლიდერი "რაიო ვალეკანოს" ესტუმრა, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის.

ახალი რეკორდი
მაშ ასე, წუხელ "ბარსელონამ" ესპანეთის ახალი რეკორდი დაამყარა - ზედიზედ 35 მატჩი წაუგებლად. რა თქმა უნდა, რეკორდი "ბარსამ" "რეალს" ჩამოართვა.

"ელვებს" "ბარსასთან" თამაშში ორი ფეხბურთელი გაუძევეს. ეს, რა თქმა უნდა, სტუმრებს ეყოთ მეტოქის გასანადგურებლად - 5:1.

არდა თურანმა პირველი გოლი გაიტანა პრიმერაში "ბარსელონას" მაისურით, ხოლო ლეო მესიმ ჰეთ თრიკი შეასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge



XXVII ტური
3 მარტი
გრანადა-სპორტინგი 2:0
გოლები: 1:0 ელ-არაბი (72-პენ), 2:0 საქსესი (93)
გრანადა (4-4-2): ა. ფერნანდესი - მ. ლოპეში, ბაბენი, რ. კოშტა, ბირაგი - როჩინა (80. კუენკა), დუკურე, ფ. რიკო (65. რ. პერესი), საქსესი - ელ-არაბი, პენიარანდა (69. ბარალი)
სპორტინგი (4-4-2): კუელიარი - ვრანიეში (86. დანი ნდი), ლ. ერნანდესი, მერე, კანელია - ლორა, მასკარელი, ს. ალვარესი, ხონი - კ. კასტრო (68. ჰალილოვიჩი), სანაბრია
გაფრთხილება: კოსტა, ლოპეში, პენიარანდა, ბაბენი, ელ-არაბი, პერესი, საქსესი - მერე, ლორა, მასკარელი, ალვარესი
გაძევება: ალვარესი (84)
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 24-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 13-4 (8-0); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 15 761

ესპანიოლი-ბეტისი 0:3
გოლები: 0:1 რ. კასტრო (10), 0:2 პეცელა (20), 0:3 ხ. ვარგასი (71)
ესპანიოლი (4-4-2): პაუ ლოპესი - ხ. ლოპესი (62. ბურგუი), ა. გონსალესი, ო. დუარტე, ვ. ალვარესი (46. როკო) - ასენსიო, დიოპი, ვ. სანჩესი, ერნანი (79. აბრაამი) - კაისედო, მორენო
ბეტისი (4-2-3-1): ადანი - მოლინერო, პეცელა, ბრუნო, ხ. ვარგასი - ნ'დიაი, სებალიოსი (84. პორტილიო) - სეხუდო (79. ხოაკინი), ფაბიანი (57. ხ. ტორესი), მუსონდა - რ. კასტრო
გაფრთხილება: კაისედო, ერნანი, დუარტე, სანჩესი - ბრუნო, მოლინერო
კუთხური: 5-0; ჯარიმა: 20-13; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 16-9 (3-6); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 23 714

ვალეკანო-ბარსელონა 1:5
გოლები: 0:1 რაკიტიჩი (22), 0:2 მესი (24), 0:3 მესი (53), 1:3 მანუჩო (57), 1:4 მესი (72), 1:5 არდა თურანი (86)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხუან კარლოსი - ქუინი, დ. ლორენტე, კრესპო, ტიტო - იტურა, ტრაშორასი - ემბარბა, პიტი (56. კაბალიერო), ბებე (72. ამაია) - მანუჩო (80. გერა)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - ს. რობერტო (73. ა. ვიდალი), პიკე, მასკერანო, მატიო - რაკიტიჩი (66. არდა თურანი), ბუსკეტსი (77. ვერმალენი), ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
შენიშვნა: სუარესმა ვერ გაიტანა პენალტი (69)
გაფრთხილება: - თურანი, ნეიმარი
გაძევება: ლორენტე (42), იტურა (67)
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 17-7; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 6-20 (4-8); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 11 435

ბომბარდირები: 25 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 23 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ქარიმ ბენზემა (რეალი); 18 - ნეიმარი (ბარსელონა), 17 - ადურისი (ბილბაო)
მკითხველის კომენტარები / 1 /
იყავით ობიექტურები, გაძევებამდე ბარსა 3-0 იგებდა.
"ელვებს" "ბარსასთან" თამაშში ორი ფეხბურთელი გაუძევეს. ეს, რა თქმა უნდა, სტუმრებს ეყოთ მეტოქის გასანადგურებლად - 5:1.
13:22 04-03-2016
0

სიახლეები პოპულარული