ფოტო-NEWS: კრუიფმა მტრები დააახლოვა

AutoSharing Option
იოჰან კრუიფის გარდაცვალების შემდეგ, "ბარსელონას" საშინაო არენაზე - "კამპ ნოუზე" ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდის მემორიალი გაიხსნა, რომელიც მოინახულა მადრიდის "რეალის" დელეგაციამ ფლორენტინო პერესის მეთაურობით.

"ნაღვლიანი დღეებია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც არასოდეს არ უნდა მიდიოდნენ. და ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო იოჰან კრუიფი.

მან შეცვალა "ბარსელონას" ისტორია. შეცვალა ფეხბურთის ისტორია, თან, არა მხოლოდ ესპანურის, არამედ მსოფლიო ფეხბურთის", - განაცხადა "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული