მორიგი დიდი სკანდალი - "რეალი" ლა ლიგის დატოვებას განიხილავს

AutoSharing Option
Sport.es წერს, რომ მსაჯებთან მუდმივი კონფლიქტებისა და სკანდალების გამო, "რეალი" ლა ლიგის დატოვებას განიხილავს. მადრიდელებს გერმანიის ბუნდესლიგის, საფრანგეთის ლიგა 1-ისა და იტალიის სერია A-ს ვარიანტი აქვთ.

"სამეფო გუნდს" ინგლისის პრემიერ ლიგის ვარიანტიც ჰქონდათ, თუმცა პრემიერ ლიგის რეგლამენტი ასეთ რამეს კრძალავს.

"ბლანკოსში" მიაჩნიათ, რომ ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი მათ წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს მსაჯებისა და სხვა კლუბების დახმარებით.

"რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი სუპერლიგის ჩამოყალიბების წინააღმდეგი კვლავ არაა და ტებასთან კონფლიქტის მთავარ მიზეზადაც ეს სახელდება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვინიუსი ხელმძღვანელობს ამ მოძრაობას!
გოგი
19:25 19-02-2025
1
საიდან მოგდით ამდენი სისულელეები.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული