აქვე გეტყვით, რომ ადრე სუარესმა ფონსეკა დაადანაშაულა, რომ აგენტს მისი 200 ათასი ევრო მართებდა.
"სუარესი იტყუება. ის ბავშვია, ფსიქოლოგიური პრობლემებით და ყველამ იცის ამის შესახებ. ის დღემდე სტუმრობს ფსიქოლოგს, მაგრამ არ მგონია, ეს შედეგს იძლეოდეს. ის თითებზე ითვლის, რადგან მიმატება-გამოკლება არ იცის.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მას სიმართლე ვუთხარი. მაშინ სუარესი ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა. ერთხელაც მისმა სამმა თანაგუნდელმა დამირეკა და მითხრეს, რომ სუარესთან ურთიერთობა
ის მშიშარაა. მან სიმართლე უნდა თქვას, იმის მაგივრად, რომ მისდამი 200 ათასი ევროს ვალში მადანაშაულებს, მაგრამ სიმამაცე არ ჰყოფნის", - თქვა ფონსეკამ.
მომზადებულია bleacherreport.com-ის მიხედვით