ქარიმ ბენზემა: საკუთარი თავით ვამაყობ!

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფრანგმა ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ, რომელმაც ლა ლიგის მორიგ ტურში "ხეტაფესთან" (5:1) გამართულ შეხვედრაში თავი გოლითა და ორი საგოლე პასით გამოიჩინა თავი, სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" პოსტი გამოაქვეყნა.

"საკუთარი თავით ვამაყობ!", - წერს ფრანგი, რომელმაც მიმდიანრე სეზონში ესპანეთში გატარებული სეზონების მანძილზე პირველად შეძლო ერთ სეზონში 22 გოლის გატანა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ევროპის 2016 წლის ჩემპიონატს გამოტოვებს. ბენზემა საფრანგეთის ეროვნული ნაკრებიდან "ლიონის" ნახევარმცველ მატიე ვალბუენას შანტაჟში თანამონაწილეობისთვის მოკვეთეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული