"რეალს" ტრავმების გამო კეილორ ნავასი და გარეთ ბეილი გამოაკლდნენ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მეკარე კეილორ ნავასი და ნახევარმცველი გარეთ ბეილი ლა ლიგის მორიგ ტურს "ვალენსიას" წინააღმდეგ ტრავმების გამო გამოტოვებენ.

ნავასს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და მას აქილევსის მყესის დაზიანება აქვს. როგორც ესპანური მედია იტყობინება, ჩემპიონთა ლიგის ფინალში სათამაშოდ, რომელიც 28 მაისს გაიმართება, ნავასი მზად იქნება.

რაც შეეხება ბეილს, მან მუხლი დაიზიანა და მისი ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული