მადრიდის "ატლეტიკომ" ფერნანდო ტორესს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ გადაწყვიტა, რომ არ გამოემშვიდობოს გუნდის თავდამსხმელ ფერნანდო ტორესს, რომელსაც მოქმედი ხელშეკრულება კლუბთან ამ სეზონის ბოლოს ეწურება.

არადა, ერთი ხანობა სიმეონე მთლად კმაყოფილი არ იყო 32 წლის თავდამსხმელით, მაგრამ ბოლო დროს ტორესმა თავისი თამაშით არგენტინელ სპეციალისტს აზრი შეაცვლევინა. შედეგად, მადრიდულმა კლუბმა მას კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივება შესთავაზა.

თავის მხრივ, ფერნანდო ტორესი არ ჩქარობს ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, რადგან სურს, კონტრაქტი უფრო ხანგრძლივი ვადით მიიღოს.

ესპანელ თავდამსხმელს ჩინეთისა და MLS-ის კლუბებიც იწვევენ, თუმცა ფეხბურთელს მშობლიურ "ატლეტიკოში" დარჩენა
ურჩევნია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული