აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" მაისურებზე, ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად, არ ჩანს სპონსორის სახელწოდება, რაც კლუბსა და Qatar Airways-ს შორის მოლაპარაკებებში არსებული პრობლემებითაა გამოწვეული. ცნობისთვის, "ბარსელონა" 2006/07 წლების სეზონამდე მაისურზე სპონსორის სახელს არ აწერდა.
"ბარსელონამ" და Nike-მა კონტრაქტი მაისში გაახანგრძლივეს, მათი თანამშრომლობა კი 1998 წლიდან გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში, ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით, გუნდმა ესპანეთის