ლუის ენრიკეს "ბარსელონადან" კლაუდიო ბრავოს გაშვება არ უნდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს არაფრით სურს გუნდიდან მეკარე კლაუდიო ბრავოს გაშვება. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა Sport-ი იუწყება.

წყაროს ცნობით, კატალონიელთა მწვრთნელისთვის ჩილელი გოლკიპერის სანაცვლოდ შეთავაზებული სხვა არცერთი მეკარის კანდიდატურაა მისაღები. საუბარია "ნაპოლის" მეკარე პეპე რეინაზე, პსჟ-ის გოლკიპერ ალფონს არეოლასა და ამსტერდამის "აიაქსის" კარის დარაჯ იასპერ სილესენზე.

თანაც, თავის დროზე ბრავოს შეძენა "ბარსელონაში" სწორედ ლუის ენრიკემ მოითხოვა და მას დღესაც თავისი გუნდის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ მიიჩნევს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბრავოს "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა გადაწყვეტილი ჰქონდა. მეკარემ 2016/17 წლების სეზონის დაწყებამდე
კლუბს ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი მოსთხოვა, თუმცა უარყოფითი პასუხი მიიღო. ცნობისთვის, ანალოგიური გარანტია არც მის კოლეგა მარკ-ანდრე ტერ შტეგენს აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული