46 წლის სპეციალისტი ახალ სეზონს დიდებულად იწყებს - გუნდმა ესპანეთის სუპერთასი იოლად მოიგო (5:0 ორი მატჩის ჯამში "სევილიასთან"), ლა ლიგის პირველ ტურში კი "ბარსამ" 6:2 "ბეტისი" გაანადგურა. გასული სეზონის ბომბარდირმა ლუის სუარესმა ახლაც დიდებულად დაიწყო, მან ჰეთ-თრიკი შეასრულა. დიდებული იყო ლეო მესიც (2 გოლი, 1 საგოლე პასი), არგენტინელი, საყოველთაო მოსაზრებით, ლა ლიგის I
"ბეტისთან" მატჩი ბოლო იყო კლაუდიო ბრავოსთვის, ხოლო "ბილბაოსთან" , შესაძლოა, პირველი იყოს იასპერ სილესენისთვის, "აიაქსიდან" მისული გოლკიპერისთვის (ტერ-შტეგენი ტრავმირებულია და მისი თამაში საეჭვოა).
ბასკეთში "ბარსელონამ" "ბილბაოს" ბოლო 10 მატჩიდან 5 მოუგო და მხოლოდ ერთი დათმო. ინიესტა კვლავ დაშავებულია, ასე რომ, გუნდს ისევ ლეო მესი გაიყვანს, რომლისთვისაც ეს თამაში 350-ე იქნება ჩემპიონატში.
მადრიდის "რეალში", შესაძლოა, დაბრუნდეს კრიშტიანო რონალდო. პორტუგალიელს არავინ აჩქარებს, მაგრამ თავად სურს თამაში - "რეალი" კი ვიგოს "სელტას" მასპინძლობს.
ითამაშებს თუ არა, ერთი ცხადია, მატჩის წინ რონალდო ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს "სანტიაგო ბერნაბეუს" გასახარად გამოიტანს. პირველ წრეში ფეხდაცდენილი "ატლეტიკო" კი დებიუტანტ "ლეგანესს" სტუმრობს მადრიდულ დერბიში.
ლა ლიგა. II ტური
პარასკევი. 26 აგვისტო
ბეტისი-დეპორტივო 22:45
ესპანიოლი-მალაგა 22:45
შაბათი. 27 აგვისტო
ოსასუნა-სოსიედადი 20:15
ეიბარი-ვალენსია 20:15
რეალი-სელტა 20:15
ლეგანესი-ატლეტიკო 00:15
კვირა. 28 აგვისტო
ლას პალმასი-გრანადა 20:15
ალავესი-სპორტინგი 20:15
ბილბაო-ბარსელონა 22:15
ვილიარეალი-სევილია 00:15
ბომბარდირები: 3 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 2 - გარეთ ბეილი (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა), რუბენ კასტრო (ბეტისი), მარკო ლივაია (ლას პალმასი), სანტი მინა (ვალენსია), ლუსიანო ვიეტო (სევილია).
დისკვალიფიკაცია: ტიმორი (ლეგანესი), როდრიგო (ვალენსია).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"