აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ბარძაყის ტრავმის გამო მესიმ არგენტინის ნაკრების მატჩი გამოტოვა, 7 სექტემბერს კი კატალონიურ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. არგენტინელმა ფეხბურთელმა საერთო ჯგუფთან ერთად, წვრთნის პირველ ნაწილში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი ვარჯიში ინდივიდუალური პროგრამით გააგრძელა.
გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს იმედი აქვს, რომ ლა ლიგის მორიგ ტურში "ალავესთან" მესი მაინც შეძლებს თამაშს, რის შემდეგაც მას ოპერაცია ჩაუტარდება.