ვინ გაწვრთნის "ვალენსიას", მარსელინო თუ მანჩინი?

AutoSharing Option
"ვალენსიას" ხელმძღვანელობამ ცუდი შედეგებისთვის მწვრთნელი პაკო აიესტარანი გაათავისუფლა. გუნდს დროებით სალვადორ გონსალეს მარკო გაწვრთნის, რომელიც საფეხბურთო წრეებში უფრო ვოროს სახელით არის ცნობილი.

აიესტარანმა 30 მარტს შეცვალა მანამდე გაგდებული ინგლისელი გარი ნევილი. ეს სეზონი "ღამურებმა" საშინლად დაიწყეს - 4 ტურის მერე "ვალენსიას" ქულაც კი არ აქვს.

თავად პაკო ამტკიცებს, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ: "სეზონის დასაწყისში სერიოზულ კრიზისში მოვხვდით, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორად მივდიოდით და ამ კრიზისსაც დავძლევდით. ძალიან უსამართლოდ მომექცნენ. საერთო ჯამში კი კარგი გამოცდილება მივიღე "ვალენსიაში" მუშაობით".
"სქაი სპორტს
იტალიას" ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ "ვალენსიაში" იტალიელი სპეციალისტი რობერტო მანჩინი ვიხილოთ, რომელიც ამას წინათ მილანის "ინტერიდან" გაუშვეს.

აი, "მარკას" ვერსიით, კი მხოლოდ ბიუროკრატიული პრობლემები უშლის ხელს მარსელინო გარსია ტორალს, რომ "ვალენსია" ჩაიბაროს. ამ ბიუროკრატიული ფაქტორების მოგვარება კი შესაძლებელია.

ამასობაში ევროპის ჩემპიონმა ნანიმ განაცხადა, რომ "ვალენსიაში" იმიტომ დაბრუნდა, რომ ისევ უმაღლეს საკლუბო დონეზე თამაში მოენატრა. თურქეთიდან ევროპაში დაბრუნებულ პორტუგალიელმა კლუბი აშკარად შეცდომით შეარჩია - "ვალენსია" პრიმერას მაჩანჩალაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული