ახალი "სანტიაგო ბერნაბეუ" ასეთი იქნება

AutoSharing Option
გუშინ მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა "სანტიაგო ბერნაბეუს" რეკონსტრუქციის საბოლოო გეგმა წარადგინა.

როგორც იქნა, "სამეფო კლუბი" და ქალაქის საბჭო შეთანხმდნენ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუც" იმსახურებს 21-ე საუკუნისთვის შესაფერის იერსახეს.

რეკონსტრუქცია 400 მილიონი ევრო დაჯდება. სპონსორები ნაშოვნია, მაგრამ ეგ არის, რომ პერესმა ვერ დაადასტურა, რომ სტადიონი ჩვეულ დასახელებას შეინარჩუნებს. დიდი ალბათობით, სპონსორების ინტერესებიც გათვალისწინებული იქნება.

* * *
ამასობაში, "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობამ, როგორც იქნა, გადაწყვიტა, რა დაერქმევა ახალ სტადიონს - დროებით ახალ არენას "ესტადიო დელ კლუბ ატლეტიკო დელ მადრიდი" ერქმევა.

ბუნებრივია, კლუბი ელოდება სპონსორულ
შემოთავაზებას და ამის მერე სტადიონს სულ სხვა სახელი დაერქმევა. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ "ვისენტე კალდერონს", რომელიც 50 წელი ემსახურა კლუბს, დაანგრევენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული