ითამაშე - როგორც ანდრეს ინიესტა

AutoSharing Option
"ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი თავისი თამაშის ექვს საიდუმლოს გვიზიარებს

პასები
ყოველი პასი მნიშვნელოვანია. ცუდმა პასმა შესაძლოა თქვენი გუნდი სახიფათო მდგომარეობაში ჩააგდოს. მოკლე პასები მატჩის ტემპს ზრდის და მეტოქეს მეტ სირბილს აიძულებს. აუცილებელია დაელოდო მომენტს, როდესაც პასი გავა. გოლი რომ გაიტანოთ, დროული პასის გასაკეთებლად თავისუფალი სივრცეები ეძებეთ. თუ ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობთ, ბურთი დაიჭირეთ და ნაკლებად სარისკოდ იმოქმედეთ. ეს, ვფიქრობ ისედაც გასაგებია. რადგანაც "ბარსელონაში" უკვე დიდი ხანია ერთად ვთამაშობთ, ყველამ იცის, როგორ და საით იმოძრაოს. თუ სწორად მესმის მომდევნო ეპიზოდში სად
აღმოჩნდება ჩავი ან მესი, ჩემი საქმე რამდენჯერმე გაიოლებულია.

ფეხებით აზროვნება
თუ მეტოქეზე სწრაფად გაიგებთ, საით წავა ბურთი, მაშინ უპირატესობა გექმნებათ. როცა უკვე ბურთი ფეხებში გაქვთ და კიდევ ფიქრობთ, საით გადააწოდოთ, დიდია ალბათობა, რომ მას დაკარგავთ. საუკეთესო ფეხბურთელი ისაა, ვისაც მყისიერად ფიქრი შეუძლია. საით წავა ახლა ჩემი პარტნიორი? თამაშგარე ხომ არაა? ვის აქვს სივრცე? ვის აქვს უპირატესობა? როგორ სურს პარტნიორს ბურთის მიღება: ფეხებში თუ მოძრაობაში? და რომელ ფეხზე? თქვენ შესაძლოა მსოფლიოში საუკეთესო მეპასე იყოთ, მაგრამ პარტნიორების გარეშე არაფერს წარმოადგენთ.

ბურთის მიღება
ბურთის მიღების წინ ყოველთვის ვაკვირდები, პარტნიორებიდან ვის შეიძლება გადავაწოდო. ყოველთვის ვცდილობ, ყურადღება მივაქციო, ვინ არის მოწინააღმდეგეთაგან ახლოს: თუ გრძნობთ, რომ ისინი ახლოს არიან, პირველი მოძრაობით ბურთი მათგან შორს წაიღეთ. კარგი პასი რომ გააკეთოთ, სივრცე გაითავისუფლეთ: რაც მეტია სივრცე, ფიქრისთვის მეტი დრო რჩება. როდესაც ბურთი ფეხებში გაქვთ, ის მეტოქის მხარეს არ გადაიტანოთ. მეორეს მხრივ, მომწონს როდესაც ბურთი ზუსტად მეტოქის წინ მიჭირავს და მასთან ერთად მივრბივარ, მაგრამ ეს სარისკოა.

ჯარიმის მოპოვება
ოპონენტს მოაჩვენეთ, რომ ერთ მხარეს წახვალთ და უცებ საპირისპირო მხარეს წადით. იძულებული გახადეთ ის, გაბოროტდეს და მწყობრიდან გამოვიდეს. ხოლო როდესაც მეტოქე ბურთს იღებს, მაშინვე ამოკეტეთ. მუდმივად ზეწოლის ქვეს ამყოფეთ, მანამ სანამ შეტევაზე ფიქრს დაიწყებს. თუ თქვენი შეტევა უშედეგოდ დასრულდა, ნუ დახარჯავთ ენერგიას დაცვაში სწრაფად დაბრუნების მცდელობით. წინ ბევრად მეტი სარგებლობის მოტანა შეგიძლიათ. საჭიროა აუჩქარებლად იმოძრაოთ მეტოქე მცველთან ერთად, მაგრამ ამასთან, ყოველთვის დარტყმისთვის, პასისთვის და შეტევისთვის ხელსაყრელ პოზიციაში დარჩეთ.

გიგანტებთან თამაში
მაღალი მოთამაშის წინააღმდეგ ბურთი ყოველთვის მიწაზე მიჭირავს და ვცდილობ, ძალიან სწრაფად ვითამაშო. "კედლის" გათამაშებაც ძალიან ეფექტურია, რამდენადაც გიგანტი მოთამაშეები ნელა რეაგირებენ. ვცდილობ მათთან დისტანცია დავიჭირო, რათა შესაძლებლობა მქონდეს, მოძრაობის მიმართულება შევცვალო. 63 კილოგრამს ვიწონი, ასე, რომ სწრაფი მანვერისას ჩემს მასასთან გამკლავებას იოლად ვახერხებ. თუ მატჩის განმავლობაში მაღალ ოპონენტს რამდენჯერმე გაექცევით, "კედლის" საშუალებით, ის შემდეგ უკვე ისეთი მონდომებით აღარ გამოგეკიდებათ და უბრალოდ პრესინგით შემოიფარგლება.

შორიდან დარტყმა
თუ დარტყმის შესაძლებლობას ვხედავ, მაშინვე ვურტყამ. ძირითადად კარის მეკარისთვის მიუწვდომელ ნაწილს ვუმიზნებ. ესე გავაკეთე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში და "ჩელსისთან". ორივეჯერ შორეული ძელისკენ დავარტყი. თუმცა თუ რომელიმე პარტნიორი უკეთეს პოზიციაში იმყოფება, გადაცემას გავუკეთებ. ასე, რომ გავიმეორებ, ყოველთვის უნდა იცოდე სად არიან შენი პარტნიორები - პარტნიორების გარეშე არაფერს წარმოადგენ.




.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს არის ფეხბურთის ანბანი და იგი მწვრთნელებმა ბავშვებს სპორტსკოლებში უნდა ასწავლონ, მაგრამ თვითონ თუ იციან ნეტავი? რაღაც არ მგონია ყველამ იცოდეს. ალბათ ერთეულებმა.
tolika
18:41 26-02-2011
0
ასწავლეთ ქართველ ბავშვებს ეს 6 საიდუმლო და ქართული ფეხბურთი გადარჩება.
puma
17:53 26-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული