ლა ლიგა. IX ტური: ომი ვალენსიაში, დრამა მადრიდში [VIDEO]

AutoSharing Option
* მადრიდის "ატლეტიკომ" სეზონში პირველი მარცხი განიცადა, გუნდის ნახევარმცველმა კოკემ კარიერაში პირველად მიიღო წითელი ბარათი.
* ლიონელ მესიმ "მესტალიას" ტრიბუნების მიმართ უცენზურო სიტყვები იხმარა და მას დისკვალიფიკაცია ელის.
* "რეალის" საკლუბო ასამბლეაზე ფლორენტინო პერესის გეგმებს აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირეს მხარი. პაკო ხენტო გახდა კლუბის საპატიო პრეზიდენტი.
* ნეიმარმა "ბარსელონას" მაისურით მე-100 მატჩი ითამაშა.

თუკი "მესტალიაზე" დიდი ფეხბურთი ომის ნიშნებით მიმდინარეობდა, "სანტიაგო ბერნაბეუზე" დრამა დატრიალდა - "რეალი" კარგა ხანს ვერ იგებდა, სანამ შეცვლაზე შესულმა ალვარო მორატამ არ შეძლო "ბილბაოს" კარის აღება -
2:1 და "რეალი" ერთპიროვნული ლიდერია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეკარის ორი საჩუქარი
პამპლონაში გუსტავო პოიეტმა ექსპერიმენტებს მიმართა: ალექს ალეგრია და რუბენ კასტრო მხოლოდ მატჩის მიწურულს გამოიყვანა. ეს ურუგვაელის მხრიდან აშკარად ალოგიკური საქციელი იყო, მაგრამ პამპლონელთა მეკარე ნაუზეტ პერესმა "ბეტისს" ორი საჩუქარი გაუკეთა: ჯერ უაზროდ გამოვიდა წინ და ხოაკინ სანჩესს გაატანინა, შემდეგ კი მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე, ფელიპე გუტიერესის არცთუ ძნელი საჯარიმო დარტყმა გაუშვა. "ბეტისმა" "ოსასუნა" 2:1 დაამარცხა.

ხელიდან გაშვებული უპირატესობა
ბარსელონაში "ეიბარმა" ვერ შეინარჩუნა სამგოლიანი უპირატესობა. ბასკებმა ტაიმი 3:0 მოიგეს, მაგრამ შემდეგ "ესპანიოლის" დრო დადგა, რომელმაც თამაში 10 კაცით დაასრულა. ლეო ბაპტიშტაომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეძლო "ესპანიოლისთვის" ქულის გადარჩენა - 3:3.

თრილერი "მესტალიაზე"
"ბარსელონამ" სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა ჩეზარე პრანდელის "ვალენსია". უკვე მატჩის დასაწყისში ანდრეს ინიესტას ეუხეშნენ. მან ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა. ექიმების შეფასებით, ანდრესი დაახლოებით 6-8 კვირას გამოტოვებს. ამის მერე ლიონელ მესიმ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა იმ მომენტში "ვალენსიას" ფეხბურთელები ლუის სუარესზე თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას ითხოვდნენ.

52-ე წუთზე "ვალენსიამ" გაათანაბრა, ეს "ბარსას" ექსფორვარდმა მუნირ ელ-ჰადადიმ შეძლო. ოთხ წუთში როდრიგომ "ვალენსია" წინ გაიყვანა. მალე ლუის სუარესმა დამატებაზე იყოჩაღა და გაათანაბრა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში აბდენური საჯარიმოში სუარესზე დაჯარიმდა და მესიმ 94-ე წუთზე ზუსტად შეასრულა გადამწყვეტი პენალტი. თამაშის განმავლობაში "ვალენსიას" ფანებმა სუარესსა და ნეიმარს თავში ტრიბუნებიდან ნასროლი საგნები გაარტყეს.

ჩეზარე პრანდელი (ვალენსია): "უნდა ვიამაყო, ჩვენ ახლოს ვიყავით თამაშის მოგებასთან. მსაჯობაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს, ყველამ კარგად დაინახა, რომ ის შეცდა. ბოლო წუთებში ვეღარ გავძელით. მომდევნო თამაში უფრო რთული იქნება, რადგან ყველამ დაინახა, რომ "ვალენსია" სასიკეთოდ შეიცვალა".

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "პირველ წუთებში ჩვენ ვდომინირებდით და მეტი გოლის გატანა გვმართებდა. შემდეგ გიჟურმა ხუთმა წუთმა კინაღამ დაგვაზარალა. მატჩის ბოლოს გუნდმა ნამდვილი მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და მოიგო. პენალტის ეპიზოდი? ეს იყო ძალიან ნიშანდობლივი ეპიზოდი, მესიმ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა. ბიჭებმა აჩვენეს, რამდენად კარგად უმკლავდებიან ისინი სირთულეებს".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბასკური დერბი
ბასკურ დერბიში "რეალ სოსიედადმა" იოლად მოუგო "ალავესს" - 3:0. გოლები ჩაბი პრიეტომ, ვილიან ჟოზემ და კარლოს ველამ გაიტანეს. აუტსაიდერების, "გრანადასა" და "სპორტინგის" მატჩი ძალზე მოსაწყენი სანახავი გამოდგა. პრიმერაში სეზონის მე-9 უგოლო ფრე დაფიქსირდა.

ბრწყინვალე დერბი
ვიგოში გალისიური დერბი გაიმართა და "სელტამ" "დეპორტივო" 4:1 შეარცხვინა. იაგო ასპასმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი უგო მალიოსა და ფაბიან ორელიანას ანგარიშზეა. განსაკუთრებით, სწორედ ასპასისა და ორელიანას კარგი თამაშის გამოყოფა გვსურს. რაც შეეხება "დეპორტივოს", სტუმრებს ცუდად არ უთამაშიათ, ასე რომ, ანგარიში ამ შემთხვევაში ზუსტად არ ასახავს სიტუაციას.

მარცხი ყოფილ გუნდთან
"სანჩეს პისხუანზე", 73-ე წუთზე ვიეტომ მეკარე ობლაკთან პირისპირ გაიყვანა სტივენ ნ'ზონზი, რომელმაც "სევილიას" 1:0 მოაგებინა. ასე დამარცხდა დიეგო სიმეონე ყოფილ გუნდთან (ფეხბურთელობისას სიმეონე "სევილიაში" თამაშობდა). თუ პირველ ტაიმში "ატლეტიკო" სჯობდა მეტოქეს და გოლის გატანის შანსებიც ჰქონდა, მეორე ტაიმი ანდალუსიელთა უპირატესობით წარიმართა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "სპეციფიკურ სიტუაციაში დავმარცხდით. პირველ ტაიმში შესანიშნავი შანსი გვქონდა, მატჩის ბედი გადაგვეწყვიტა ჩვენ სასარგებლოდ, მაგრამ ეს ვერ გავაკეთეთ. ორივე გუნდს ჰქონდა მოგების შანსი, მაგრამ "სევილია" მეორე ტაიმში უკეთესი იყო".

IX ტური
ოსასუნა-ბეტისი 1:2
გოლები: 0:1 ხოაკინი (19), 1:1 რ. ტორესი (48), 1:2 ფ. გუტიერესი (91)
ოსასუნა (5-3-2): ნ. პერესი - ოიერი, დ. გარსია, ფლანიო, უ. გარსია, ბერენგერი (68. ხ. მორენო) - რ. ტორესი, დიგარი, დე ლას კუევასი - რიერა (58. რივიერი), ს. ლეონი (88. ფაუსტო)
ბეტისი (4-2-3-1): ადანი - პიჩინი, მანდი, პეცელა, ა. მარტინესი - პეტროში, ჟ. მარტინი (64. ბრაშანაცი) - ხოაკინი (83. ალეგრია), ფ. გუტიერესი, სეხუდო - სანაბრია (83. რ. კასტრო)
გაძევება: რივიერი (86)
გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 6-4; ჯარიმა: 20-12; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 13-12 (5-6); ბურთის ფლობა: 43%-57%; მაყურებელი: 15 044

ესპანიოლი-ეიბარი 3:3
გოლები: 0:1 ენრიჩი (23), 0:2 დ. რეიესი (27 ს. კ.), 0:3 კიკე (44), 1:3 ე. პერესი (64), 2:3 პიატი (73), 3:3 ლ. ბაპტიშტაო (92)
ესპანიოლი (4-4-2): დ. ლოპესი - ხ. ლოპესი (46. კარიკოლი), დ. ლოპესი, დემიკელისი, ვ. სანჩესი - ხურადო, როკა (46. ე. პერესი), დ. რეიესი, პიატი (73. კაისედო) - ლ. ბაპტიშტაო, ჟ. მორენო
ეიბარი (4-4-2): რიესგო - კაპა, ლეჟონი, რამისი, ლუნა - პედრო ლეონი, ფ. რიკო, დ. გარსია, ინუი (78. ადრიანი) - ენრიჩი (66. პენია), კიკე (89. ესკალანტე)
გაძევება: კაისედო (84)
გაფრთხილება: 3-6; კუთხური: 7-6; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 11-8 (5-3); ბურთის ფლობა: 52%-48%; მაყურებელი: 17 330

ვალენსია-ბარსელონა 2:3
გოლები: 0:1 მესი (22), 1:1 ელ ჰადადი (52), 2:1 როდრიგო (56), 2:2 ლ. სუარესი 62), 2:3 მესი (94-პენ)
ვალენსია (4-2-3-1): დ. ალვეში - მონტოია (46. ელ ჰადადი), გარაი, მანგალა, გაია (38. აბდენური) - მ. სუარესი, ე. პერესი - კანსელო, პარეხო, ნანი - როდრიგო (71. მინა)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, მასკერანო, უმტიტი, დინი - ანდრე გომეში (71. დ. სუარესი), ბუსკეტსი, ინიესტა (14. რაკიტიჩი) - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
გაფრთხილება: 5-4; კუთხური: 3-1; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 7-15 (4-8); ბურთის ფლობა: 30%-70%; მაყურებელი: 46 770

სოსიედადი-ალავესი 3:0
გოლები: 1:0 ჩაბი პრიეტო (22), 2:0 ვილიან ჟოზე (57), 3:0 ველა (87)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - კ. მარტინესი, რ. ნავასი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ილიარამენდი, ზურუტუზა - ველა, ჩაბი პრიეტო (69. კანალესი), ოიარზაბალი (89. პარდო) - ვილიან ჟოზე (82. ხუანმი)
ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო - ვიგარაი, ლაგვარდია (56. კიკო), ფედალი, რ. გარსია - მ. ლორენტე, დ. ტორესი (46. სანტოსი) - ე. მენდესი, კამარასა, კატაი (77. ესპინოსა) - დეივერსონი
გაფრთხილება: 3-5; კუთხური: 4-2; ჯარიმა: 17-20; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 16-10 (5-3); ბურთის ფლობა: 60%-40%; მაყურებელი: 24 224

გრანადა-სპორტინგი 0:0
გრანადა (4-4-2): ოჩოა - ტიტო, ვეზუ, ლომბანი, გაბრიელი - აგბო, ანგბანი (72. მარკესი), ა. პერეირა (80. აცილი), კუენკა - კრავეცი, პონსე (46. ბუენო)
სპორტინგი (4-4-2): კუელიარი - ლორა, ხ. როდრიგესი, მერე, ლ. კასტელიანო - მ. გომესი, აიტ-ატმანე (58. კასესი), სერხიო, ბურგუი (82. ვ. როდრიგესი) - ჩოპი, კ. კასტრო (74. ვიგერა)
გაფრთხილება: 4-1; კუთხური: 3-3; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 12-3 (1-3); ბურთის ფლობა: 49%-51%; მაყურებელი: 14 622

სელტა-დეპორტივო 4:1
გოლები: 1:0 მალიო (32), 1:1 ალბენტოსა (37), 2:1 ასპასი (60-პენ), 3:1 ორელიანა (78), 4:1 ასპასი (83)
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, რონკალია, კაბრალი, ხონი - პ. ერნანდესი, რადოია, ვასი - ორელიანა (91. სისტო), ასპასი (88. ჯ. როსი), ბონგონდა (74. მ. დიასი)
დეპორტივო (4-4-2): ლუქსი - ხუანფრანი, ალბენტოსა, სიდნეი, ფ. ნავარო - გამა (65. მ. მორენო), მოსკერა, გილერმე (80. ბორხესი), ფახრი - ანდონე, ბაბელი (73. ხილი)
გაფრთხილება: 3-5; კუთხური: 5-4; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 9-11 (7-1); ბურთის ფლობა: 55%-45%; მაყურებელი: 21 024

სევილია-ატლეტიკო 1:0
გოლი: 1:0 ნ'ზონზი (73)
სევილია (4-3-3): ს. რიკო - მერკადო, პარეხა, რამი, ესკუდერო - მარიანო, ნ'ზონზი, ნასრი - ფ. ვასკესი (89. იბორა), ვიეტო (90. ხ. კორეა), ვიტოლო
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ა. კორეა (46. გაიტანი), კოკე, გაბი, ფერეირა-კარასკო (56. ტიაგო) - გრიზმანი, გამეირო (66. ფ. ტორესი)
გაძევება: კოკე (77)
გაფრთხილება: 4-4; კუთხური: 4-5; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 12-9 (5-3); ბურთის ფლობა: 59%-41%; მაყურებელი: 34 526

ვილიარეალი-ლას პალმასი 2:1
გოლები: 0:1 კ. ბოატენგი (31), 1:1 სანსონე (64-პენ), 2:1 ბაკამბრუ (92)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო გასპარი, მუსაკიო, ვ. რუისი, ხ. კოსტა - ჯონ. დოს სანტოსი (68. კასტილიეხო), ბრუნო სორიანო, ტრიგეროსი (91. რ. ერნანდესი), რ. სორიანო - ბაკამბუ, სანსონე (80. ბორე)
ლას პალმასი (4-2-3-1): რაული - მიჩელი (64. ლემოსი), დ. გარსია, ბიგასი, დ. კასტელიანო - ვ. გომესი, მესა (91. მონტერო) - ტანასუ, ვიერა, კ. ბოატენგი (80. ტირონი) - არაუხო
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 2-1; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 14-8 (4-4); ბურთის ფლობა: 45%-55%; მაყურებელი: 18 312

მალაგა-ლეგანესი 4:0
გოლები: 1:0 ხონი (40-პენ), 2:0 კ. კასტრო (42), 3:0 ს. რამირესი (57), 4:0 ნაჩო კამაჩო (92)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ვილანუევა, კონე, ხუან კარლოსი (76. რიკა) - კუჟმანოვიჩი (54. დუდა), ნაჩო კამაჩო - ხონი (79. სანტოსი), ფორნალსი, გ. კასტრო - ს. რამირესი
ლეგანესი (4-2-3-1): სერანტესი - ვ. დიასი, მედჯანი, მანტოვანი (65. ინსუა), დ. რიკო - რ. პერესი, ტიმორი (71. იბანიესი) - ო. რამოსი (68. უ. ლოპესი), გაბრიელი, შიმანოვსკი - ლუსიანო
გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 5-8; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 24-14 (8-5); ბურთის ფლობა: 48%-52%; მაყურებელი: 18 991

რეალი-ბილბაო 2:1
გოლები: 1:0 ბენზემა (7), 1:1 საბინი (27), 2:1 მორატა (83)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, პეპე, ვარანი, მარსელო - კოვაჩიჩი, კროოსი, ისკო (65. ლ. ვასკესი) - ბეილი, ბენზემა (75. მორატა), რონალდო
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ლეკუე, ეჩეიტა, ლაპორტი, საბორიტი (89. მუნიაინი) - სან ხოსე, მ. რიკო - ვილიამსი, ერასო, რაულ გარსია (76. იტურასპე) - საბინი (78. სუსაეტა)
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 6-4; ჯარიმა: 10-17; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 24-10 (8-3); ბურთის ფლობა: 65%-35%; მაყურებელი: 67 070

ბომბარდირები:
7 ლიონელ მესი (ბარსელონა)
ლუის სუარესი (ბარსელონა)
6 ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)
5 არიც ადურისი (ბილბაო)
ნიკოლა სანსონე (ვილიარეალი)

მომდევნო ტური
28 ოქტომბერი:
ლეგანესი-რეალ სოსიედადი;

29 ოქტომბერი:
სპორტინგი ხ-სევილია, ალავესი-რეალი, ატლეტიკო-მალაგა, ბარსელონა-გრანადა;

30 ოქტომბერი:
ეიბარი-ვილიარეალი, ბილბაო-ოსასუნა, ბეტისი-ესპანიოლი, ლას პალმასი-სელტა;

31 ოქტომბერი:
დეპორტივო-ვალენსია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მერაბს ვეთანხმები, მე ისიც მახსოვს კანტონა რო ავარდა მაყურებლებში და ათრია ვიღაც სირი, შემგინებელი.
აქ არა მგონია მესი დასაჯონ, მე შარშანდელი სეზონი მახსოვს ამავე მოედანზე, მაშინაც ბოლო წუთზე გაიტანა ბარსამ გადამწყვეტი გოლი და ამას მოყვა ასევე ბოთლი თავში და მაშინ მესი დაზარალდა, ხოლო როცა მსაჯს ბოთლი მიუტანა და გასიებული შუბლი ანახა მსაჯმა ყვითელი აჩვენა, დროის გაყვანისთვის. ეტყობა ამოუვიდა ლეოს ეს ყველაფერი და როგორც კაპიტანმა იმ მომენტში გუნდზე პასუხისმგებლობა იგრძნო.
giorgi
23:51 24-10-2016
0
რატომ უნდა ეპატიოს მაყურებელს დედის გინება და ქვის სროლა? რატომაა მესის სამართლიანი შეპასუხება მიუღებელი? სპორტსმენი გლადიატორი ხომ არაა?
მახსოვს, სპორტის სასახლეში მიშა ქორქია ტრიბუნაზე აუვარდა შემგინებელს, ჩემს თვალწინ მიუნგრია სიფათი და ტაშიც მიიღო
მერაბი გ.
12:03 24-10-2016
0

სიახლეები პოპულარული