გარეთ ბეილს კარიერის "რეალში" დასრულება სურს

AutoSharing Option
როგორც ვიუწყებოდით, გარეთ ბეილმა მადრიდის "რეალთან" ახალი, 6-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. "სამეფო კლუბმა" ინფორმაცია კვირას გამოაცხადა, თუმცა ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალი გუშინ შედგა, რომელსაც კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დაესწრო. შემდეგ კი უელსელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტთა კითხვებსაც უპასუხა.

ექსტოტენჰემელი ვარსკვლავი "რეალში" 2022 წლამდე დარჩება და წელიწადში ის 18 მილიონი გირვანქის ტოლფას ხელფასს მიიღებს.

"აქ ძალიან ბედნიერი ვარ, ამიტომაც უსიტყვოდ მოვაწერე ხელშეკრულებას ხელი. ესპანეთში თავს კარგად ვგრძნობ, გაცილებით უკეთ ვსაუბრობ ესპანურად. ჩემი ოჯახიც გაუშინაურდა მადრიდს. ამიტომაც დიდი სურვილი მაქვს, კონტრაქტის ბოლომდე "რეალში" ვითამაშო.

ბავშვობაში ინგლისური
ფეხბურთისა და "რეალის" თამაშის ყურებით ვიზრდებოდი. "რეალი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და დიახ, ჩემი სურვილია, კარიერა აქ დავასრულო. აქ თამაში საკმაოდ ძნელია, მქონდა როგორც ცუდი დროება, ისე კარგი.

ვგრძნობ "რეალის" ფანების სიყვარულს და მათთვის მადლობის გადახდა მომავალშიც კარგი თამაშით მსურს", - განაცხადა 27 წლის უელსელმა ფეხბურთელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული